x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასეთი სიბინძურე მამრის პირიდან არ მსმენია" - რა სქრინს ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოციალური ქსელის იმ მომხმარებლის სქრინს აზიარებს, რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ის "ჯორჯიან თაიმსის" გუშინდელ ლინკზე კომენტარში დაწყევლა. ჩარკვიანი ასევე საკუთარ ფეისბუქფრენდებსაც მიმართავს, რომლებსაც აღნიშნული პიროვნებისთვის სახელის ერთობლივად მოფიქრებას სთავაზობს:


"დედას გეფიცებით ასეთი სიბინძურე “დედაკაცური” სიბილწე ფსკერზე მყოფი მამრის პირიდან არ მსმენია, მართლა არ მსმენია, ვინმე გია გაბრიჩიძე, რომელიც მწყევლის, სახელი ერთად მოვუძებნოთ მეგობრებო. ( რუსეთის მომხრეა ცხადია)


P.S


მადლობა ჩემთვის სრულიად უცნობ ლუკა ადამიას ჩემი გამოსარჩლებისთვის, გმადლობ კარგო ადამიანო, გმადლობ მეგობარო."- წერს დეპუტატი პირად გვერდზე და ზემოაღნიშნულ სქრინს აზიარებს.


image







0
852
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
852