სხვა ოთო აბესაძე - „ეს სამომავლოდ შექმნის პრობლემებს“ 2022, 4 აგვისტო, 20:36 ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში რუსული ფულის ნაკადებზე წერს და ქართულ ეკონომიკაში მის როლზე საუბრობს. "რუსული ფული და მისი გადმორიცხვები ეს არ არის “ინვესტირება” ქართულ ეკონომიკაში. ეს ბევრად მავნებელი მანიპულაციაა და ავხსნათ. რუსეთიდან ირიცხება ფული საქართველოში სხვადასხვა სწრაფი გზავნილის მეშვეობით ან შემოდის ქეში. (90% - ის შემთხვევაში ეს არის რუბლი) საქართველოში ამ შემოსულ ფულს აკონვერტირებენ ლარში, შემდეგ EURO/USD - ში და ან ხდება მისი მეშვეობით კრიპტო ვალუტის USDT - ს შეძენა. აღნიშნული ფული საქართველოში ჩერდება მაქსიმუმ 48 საათი. შემდეგ ეს ფული ან უკან ირიცხება (USDT) რუსეთში, ან საქართველოში გახსნილი ანგარიშების ან შპს-ების მეშვეობით გადის ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში სვიფტით. მთავარი პრობლემა და “ხვრელი” არიან ის ორგანიზაციები მაგალითად “ზალატაია კორონა” სადაც ხდება რუბლის ლარად გაქეშება, ანუ ფულის გარეცხვა. რეალურად არანაირ ფინანსურ ნაკადებში საქართველო არ ყვება. დღეს ვართ უბრალოდ ერთი დიდი ფულის სამრეცხაო, რომელიც ქმნის შავ ხვრელებს და ეს სამომავლოდ შექმნის პრობლემებს. P.S. ანალოგიური “სამრეცხაოები” არის რეგიონში და ევროპის ბევრ ქვეყანაში შექმნილი.“, - წერს ოთო აბესაძე „ფეისბუქზე“. 176 1-ს მოსწონს 1-ს არა |
2)თავის დროზე არ უნდა დაწესებულიყო უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად,რადგან საომარ სიტუაციაში ვართ ამ ქვეყანასთან,ხოლო დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვქონდა. ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი და ნაღმი,რომელიც ეხლა ამოქმედდა. ახლა ამის გაუქმება არ შეიძლება,რადგან ქსენოფობებად და ნაცისტებად გამოვჩნდებით. თან არ მგონია,რომ თუ სახელმწიფო არის შემდგარი და ფუნქციონირებს,ტურისტულად შემოსული ადამიანი პრობლემას შეუქმნის. თუ სახელმწიფო არ ფუნქციონირებს,მაშინ რა აზრი აქვს ვიზა გჭირდება თუ არა. შეგახსენებთ,ცალფეხა და ცალხელა ტერორისტი შემოვიდა ქვეყანაში და შუა თბილისში დაბინავდა.
3) ფული ფულია,ის არც შავი არსებობს და არც თეთრი. ბიუროკრატებმა მოიგონეს ადამიანების შესაზღუდათ და ადამიანებს თავში ჩატენეს ეს აზრი. არანაირი სამრეცხაო არ არის საქართველო,ფულის მოძრაობა ხდება საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით. "ზალატაია კორონა" თუ ახორციელებს ფულის მიმოქცევა ე.ი. ის იცავს ამ სტანდარტს და არანაირი პრობლემა არ არის. ფულის მოძრაობის შეზღუდვა არ მოსულა,თუ უტყუარი მტიკეცულება არ ასებობს საზოგადო საფრთხის. კერძო პირების ფულია და სადაც უნდა იქ გადარიცხავენ. რავი ბრიტანეტში 19 წელი ხარჯავდა რუსულ ფულს აბრამოვიჩი და პრობელმა არ ყოფილა,ბევრ ქვეყანაში კიდევ,ხოლო ეხლა გახდა რუსული ფული შავი. ამა წლის 24 თებერვლამდეც პუტინის ძმაკაცი იყო ეგ ჩემისა და პუტინი ნა ბიჭვა რი