x
"რის საფუძველზეა დამყარებული იმ ადამიანების ოპტიმიზმი, რომლებიც საუბრობენ გაზაფხულიდან ფასების შემცირებაზე?"
image
“რა რეფორმა გატარდა ან რა ინვესტიცია შემოვიდა ნოემბერსა და დეკემბერში, რომ მარტიდან ველოდებით ეკონომიკის გაუმჯობესებას?”, - წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე მთავრობის მიერ დაანონსებული დადებითი ეკონომიკური პროგნოზის და ინფლაციის შემცირების შესახებ, რომელსაც გაზაფხულიდან უნდა ველოდოთ.


„ეკონომიკას ახასიათებს დროითი ეფექტი.


მაგალითად დღეს რომ შემოვიტანო 1 მილიარდი დოლარი ინვესტიცია ქვეყანაში ეს მომენტალურად ცხადია ვერ აისახება ეკონომიკასა და ინფლაციაზე. სანამ ეს ფული დაკონვერტირდება და “შეეზილება” ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებს იქამდე ეფექტი არ აქვს.


საშუალოდ 4-5 თვე ჭირდება შედარებით მსხვილი ეკონომიკური რეფორმის ასახვას ეკონომიკასა და მოსახლეობაზე.



მაინტერესებს რის საფუძველზეა დამყარებული იმ ადამიანების ოპტიმიზმი, რომლებიც საუბრობენ გაზაფხულიდან ინფლაციის და ფასების შემცირებაზე?(გარდა საერთაშორისო ფაქტორებისა, სადაც ფასწარმოქმნაში საქართველოს არანაირი როლი არ აქვს) რა რეფორმა გატარდა ან რა ინვესტიცია შემოვიდა ნოემბერსა და დეკემბერში, რომ მარტიდან ველოდებით ეკონომიკის გაუმჯობესებას?


არ მოგბეზრდათ ილუზიებში ცხოვრება?“, - წერს ოთო აბესაძე "ფეისბუქზე".


1
77
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
77
  
2021, 28 დეკემბერი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1