სხვა სტეროიდებით გაძეძგილი ბრაზილიელი "ჰალკი" სიკვდილის წინ მეზობელთან მიხოხდა 2022, 4 აგვისტო, 13:42 ![]() ვალდირმა, რომლის ბიცეფსი ოცდაათიდან სამოცი სანტიმეტრამდე გაეზარდა, საკუთარი თავი ბოდიბილდერად და კულტურისტად წარმოაჩინა. ![]() ექიმებმა ჯერ კიდევ 2016 წელს გააფრთხილეს ბრაზილიელი კულტურისტი, რომ შეშვებოდა ამ სახიფათო გატაცებას, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. და ასეც მოხდა. დიდებით, კარგი ცხოვრებითა და გამომწერების ყურადღებით შთაგონებული ჰალკი საჯაროდ თავს იწონებდა, თმცა არ იცოდა, რომ დასასრული ახლოს იყო. სინთოლის ხსნარს, რომელსაც სეგატო საკუთარ სხეულში იშხაპუნებდა, ხშირად უმატებდა შირბახტის ზეთს, ტკივილგამაყუჩებლებლებთან და ალკოჰოლთან ერთად -როგორც სტეროიდების ალტერნატივად. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთმა „კოქტეილმა“ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური ინსულტი, არტერიების ჩაკეტვა და ინფექციები. ![]() ![]() 928 5-ს მოსწონს
|