ვარსკვლავები ზოგჯერ სულ არ მინდა ვიყო ლამაზი და ქუჩაში მამჩნევდნენ-ნეკა დოროყაშვილი 2022, 4 აგვისტო, 12:56 ჩოგბურთელ ნიკა ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ინსტაგრამზე მოკლე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც ქერა პარიკი აქვს მორგებული და თავზე მექსიკური ჭილოფის ქუდი ახურავს, ვიდეოს კი ასეთი ტექსტი დაურთო.(მთავარი ფოტო-სქინშოტი ვიდეოდან) უმჯობესია რამდენიმე პერსონაჟი იყო, ვიდრე ერთი და უაზრო . ჯანდაბას ეს ცხოვრება. გააკეთე ის, რაც მოგწონს და რასაც ფიქრობ, რომ იმსახურებ. ამაშია სხვაობა ცხოვრებაშიც. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხასიათი გაგვსაზღრავს. ზოგჯერ სულ არ მინდა ვიყო ლამაზი და არ მინდა ქუჩაში მამჩნევდნენ ... ჩემი ხასიათი ჩემს გარეგნობაზე ძლიერია... და ეს უფრო მომწონს. დიახ, მაკიაჟი მხოლოდ გადაღებებზე... გულწრფელად რომ გითხრათ. მირჩევნია ვიყო მაკიაჟის გარეშე... და ისეთი განსხვავებული, როგორც ჩემი დღევანდელი პერსონაჟი"-წერს ნეკა დოროყაშვილი. დაახლოებით თვენახევრის წინ ნეკა დოროყაშვილი მალდივის კუნძულებზე ისვენებს და კარგადაც ერთობა მოდელმა რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნდა, რომელსაც მრავალი მოწონება და ქათინაურებით სავსე კომენტარები ხვდა წილად. "ცეცხლი ხარ"; "რა სილამაზე და სინაზე ხარ"; "შიშველი ნეკას ყურება არის ნეტარება"; "როგორი თამამი ხარ"; "ყველაზე მეტად შენი ქმარი ეჭვიანობს"; "ნატურალური მშვენება"; "ისე მიყვარხართ ჩემ შვილს ნელი დავარქვი და რო გაიზრდება ნეკას დავუძახებ მეც"; "ამ ქალზე საოცარი არ ვიცით ჩვენ არავინ…ღვთაება" - უწერენ კომენტარებში. ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას Miss University გახდა, მოგვიანებით იგი GIPA-ში პიარს სწავლობდა. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალური ქსელით გაიცნო, თავიდან მიმოწერა ჰქონდათ, წელიწადნახვერის შემდეგ კი 2013 წელს წყვილი დაქორწინდა. ორი წლის შემდეგ, 2015 წლის 4 მაისს მათ ვაჟი შეეძინათ. წყვილი 2020 წელს ერთმანეთს დაშორდა, ხოლო ამავე 2020 წლის 24 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს, ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ. 375 4-ს მოსწონს
|