საქართველო
"ამიტომ შხამი დაალევინეს"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2022, 3 აგვისტო, 22:57
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ადამიანს 6 წელია მთავარ მოკავშირედ გუბაზ სანიკიძე და თაკო ჩარკვიანი ყავს, ჩამოთრეულებს ებრძვის, ქართული საჯიშე ბიჭები უნდა გადარჩნენო ღაღადებს, ხელები შორს ქართული ბუნებისგან - არა ჰესებსო გაიძახის, უმცირესობებს ქაშვეთთან დგომის უფლება არ აქვთო - ამტკიცებს, რელიგიას და ტრადიციებს ლიბერალები მართმევდნენო - ჯვარს აშანშალებს.…
და ამ დროს, ხალხი სერიოზულად განიხილავს იმას, რომ სააკაშვილს მახე დაუგეს და შემოიტყუეს. ოღონდ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ და არ აღიარონ, რომ უბრალოდ დეგრადირდა და ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება - ყველანაირ შეთქმულებას დაიჯერებენ.
p.s. მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გაუსწორონ, მერე ჩერგოლეიშვილი და ბოკერია აღმოჩნდება მართალი - საკუთარი თავისგან რომ იყო ეს კაცი გადასარჩენი, ამას ხომ ბევრს ვუხსნიდით და ამიტომ შხამი დაალევინეს, ყვავის სისხლი აჭამეს, ან ქათმის ფეხით მოაჯადოვეს ჯობია." - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.