x
image
პროვოკაცია1
პროკურატურა დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს უმსუბუქებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ცდილობს, ციხის მაღალჩინოსნებს ბრალი შეუმსუბუქოს.

მიუხედავად იმისა, რომ რომ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ყველაზე აქტიური მოძალადე ციხის უფროს დავით ხუჭუას მოადგილე ეწ. "ვიქტორა" _ ვიქტორ ყაჭეიშვილია, პროკურატურამ მას წამების ბრალდება არ წაუყენა. წამებაში არ ედება ბრალი არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძეს. სასამართლოსთვის წარდგენილი პროკურატურის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 144.1-ე მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.

რაც შეეხება წამებას _ სისხლის სამართლის კოდექსის 144.3 მუხლს, აქ დაწესებული სანქცია ბევრად მძიმეა და 12-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, წამების მუხლი ძირითადად ციხის იმ თანამშრომლებს წარედგინათ, რომლებიც ფარულ ვიდეო გადაღებასა და ჩანაწერის მესამე პირებისთვის გადაცემაში არიან ეჭვმიტანილები.

პროკურატურის შუამდგომლობით პატიმართა წამებაში ბრალი ედებათ: ბორის ფარულავას, ლევან ფურცხვანიძესა და ლევან ფხალაძეს, ოლეგ ფაცაციას და გურამ ცომაიას, კობა ჩიკვატიას, ხოლო გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, ბრალად ედებათ პირის დამცირებასა და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში.

სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გუშინ სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ ვერ ხერხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ადგილსამყოფლის დადგენა. აკობია და ფარულავა ციხის ის თანამშრომლები, რომლებიც წამების ვიდეო გადაღებასა და მის გავრცელებაში მონაწილეობდნენ.

პატიმართა წამების საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 8 ნოემბერს 11 საათზე გაიმართება.image

3
284
5-ს მოსწონს
ავტორი:პროვოკაცია1
პროვოკაცია1
284
  
2012, 6 დეკემბერი, 13:48
სადისტები და კანიბალები ,დაე თქვენ გამოგეცადოთ ის ყველაფერი რასაც თქვენ პატიმრებს უკეთებდით , საქართველოს სირცხვილებო
2012, 2 ნოემბერი, 8:53
+1
2012, 23 სექტემბერი, 20:56
ვაფასებ შენს მონდომებას++++
0 1 3