დასვენება საქართველოში "რა ხდება საერთოდ? რესტორანში მიმტანი რუსი მოდის და ქართული საერთოდ არ იცის"-ოთარ ქათამაძე 2022, 2 აგვისტო, 10:09 სოციალურ ქსელში მოქალაქე ოთარ ქათამაძე წერს, რომ ბათუმში, რესტორანში მუშაობენ მიმტანები, რომლებმაც ქართული არ იციან და სვამს რიტორიკულ კითხვას:"უცებ მიმოვიხედე, სად ვარ? რომელ ქვეყანაში? საერთოდ რა ხდება ამ უპატრონო ქვეყანაში?" "სად ვცხოვრობთ? რა ხდება საერთოდ? რესტორანში მიმტანი მოდი რუსი და ქართული საერთოდ არ იცის, მთხოვს, რომ ველაპარაკო რუსულად ან ინგლისურად, Panorama Restaurant Batumi საერთოდ არ გიტყდებათ? ჯერ რომ შემოვედი კეთროვანივით დამიწყეს ყურება, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, უცებ მიმოვიხედე, მეთქი სად ვარ? რომელ ქვეყანაში? საერთოდ რა ხდება ამ უპატრონო ქვეყანაში?? მთლად ფეხებზე რანაირად შეიძლება დაიკიდო ყველაფერი? თან ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ამ ქვეყანაში მილიონობით უმუშევარია და ამ საღორეთიდან გამოქცეულებს რატომ ვასაქმებთ? პირველად და უკანასკნელად მოვედი ამ გაპიარებულ საბანძეთში და უბრალოდ თქვენც არ გირჩევთ!
წერს სოციალურ ქსელში ოთარ ქათამაძე.
სხვათა შორის ბოლო ხანებში ქართულ რესტორნებში კადრების კრიზისი შეექმნათ, ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.პირველი რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრი სასტუმრო და რესტორანი დაიხურა და უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. შესაბამისად, მათმა ნაწილმა სხვა სამსახური იშოვა, ნაწილი კი საზღვარგარეთ წავიდა. ამ ყველაფერმა მუშახელის რაოდენობა ამ სექტორში მიშვნელოვნად შემცირა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ აქ დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაო პროფილი შეიცვალეს და იქ დასაქმდნენ, სადაც უფრო მეტი შემოსავალი ექნებოდათ, მაგალითად, მიტანის სერვისებზე“. მესამე არის ხელფასების ფაქტორი,
მომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ "მთელი თვე დილიდან დაღამებამდე 800 ლარზე ღუმელებთან ამუშავებთ და მანდ გაგიჩერდებიანო?" ან კიდევ " მოექეცით ნორმალურად ადამიანებს, გადაუხადეთ ნორმალური ხელფასი ერთ ადამიანს ხუთის საქმეს ნუ უთავსებთო."
ბოლოს, მეოთხე ფაქტორი- ქვეყნაში სიმახინჯემდე მისული, უზომოდ ბევრი რესტორანია და ალბათ ბევრს კონკურენციის ფონზე დახურვა მოუწევს, კლიენტური ნაკლებობის, კადრების უკმარისობის და შესამაბისი ხელფასის ვერ გადახდის ფონზე.
300 3-ს მოსწონს
|