x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ

რა გავლენას ახდენს შაქარი ორგანიზმზე


შაქარი – ერთ-ერთი სახიფათო პროდუქტია, რომელზეც ადამიანმა უარი უნდა თქვას, თუ რა თქმა უნდა, სურვილი აქვს იყოს ჯანმრთელი. შესაძლოა შაქარი ყველაზე მავნე ნარკოტიკია ჩვენს პლანეტაზე. ჩვენს დროში მისი მასობრივი გავრცელება უკავშირდება მის ნარკოტიკულ თვისებებს. ადამიანები, რომლებიც შაქარს მოიხმარენ, უბრალოდ მასზე დამოკიდებულები ხდებიან.
image

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ამას თან ახლავს მასობრივი უცოდინრობა, თუ რამდენად საზიანო და დამანგრეველი გავლენა აქვს შაქარს ადამიანის ორგანიზმზე.

ექიმი ნენსი ეფლტონი, თავის წიგნში "ცხოვრება შაქრის გარეშე, " გვისახელებს 59 მიზეზს, თუ რატომ არის ის ასეთი მავნე ჯანმრთელობისთვის:


1. ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას.
2. შეუძლია გამოიწვიოს მინერალური მეტაბოლიზმის დარღვევა.
3. ხელს უწყობს გაღიზიანებას, მღელვარებას, ყურადღების გაფანტვას, ჭირვეულობას ბავშვებში.
4. იწვევს ტრიგლიცერიდების დონის მნიშვნელოვან ზრდას.
5. ხელს უწყობს ბაქტერიული ინფექციებისადმი მდგრადობის შემცირებას.
6. შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.
7. ამცირებს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. კარგი ქოლესტერინი) დონეს.
8. იწვევს მიკროელემენტ ქრომის დეფიციტს (რის შედეგადაც ხდება ქოლესტერინის მატება, თვალის და კორონალურ-არტერიული დაავადებების რისკის ზრდა).
9. ხელს უწყობს მკერდის, საკვერცხის, ნაწლავის, პროსტატის, სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას.
10. ზრდის გლუკოზისა და ინსულინის დონეს.
11. იწვევს მიკროელემენტ სპილენძის დეფიციტს (ამას შესაძლოა მოჰყვეს კანის დაავადებების და ოსტეოპოროზის განვითარება, თმის ცვენა, ზრდის შეფერხება, ხშირი ინფექციები და დაღლილობა).
12. არღვევს კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას.
13. აუარესებს მხედველობას.
14. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი შემცველობა სისხლში)
15. ხელს უწყობს მონელებული საკვების მჟავიანობის ზრდას.
16. ბავშვებში იწვევს ადრენალინის მომატებას.
17. იმ პაციენტებში, ვისაც საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, აფერხებს მკვებავი ნივთიერებების შეთვისებას.
18. აჩქარებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყებას.
19. ხელს უწყობს ალკოჰოლიზმის განვითარებას.
20. იწვევს კარიესს.
21. ხელს უწყობს სიმსუქნეს.
22. ზრდის წყლულოვანი კოლიტის განვითარებას.
23. ამწვავებს კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს.
24. შეუძლია გამოიწვიოს ართრიტი.
25. ახდენს ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირებას.
26. ხელს უწყობს სოკოვანი დაავადების განვითარებას (Candida Albicans).
27. შეუძლია გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა.
28. ზრდის გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს.
29. შეიძლება გახდეს მწვავე აპენდიციტის განვითარების მიზეზი.
30. შეიძლება გამოიწვიოს დაფანტული სკლეროზი.
31. ხელს უწყობს ბუასილის(ჰემოროის) განვითარებას.
32. ზრდის ვარიკოზული ვენების გაფართოების ალბათობას.
33. შეიძლება გამოიწვიოს მომატებული გლუკოზისა და ინსულინის დონე ქალებში, რომლებიც იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალურ აბებს.
34. ხელს უწყობს პარადონტოზის განვითარებას.
35. ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
36. ზრდის ნერწყვის მჟავიანობას.
37. შეუძლია დაარღვიოს ინსულინისადმი მგრძნობელობა.
38. იწვევს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებას.
39. შეუძლია შეამციროს ზრდის ჰორმონის გამომუშავება.
40. ზრდის ქოლესტერინის დონეს.
41. ხელს უწყობს სისტოლური არტერიული წნევის ზრდას.
42. ბავშვებში იწვევს ძილიანობას.
43. ავითარებს თავის ტკივილს.
44. არღვევს ცილების შეწოვას.
45. იწვევს კვებით ალერგიას.
46. ხელს უწყობს დიაბეტის განვითარებას.
47. ორსულებში იწვევს ტოქსიკოზს.
48. ხელს უწყობს ეგზემის განვითარებას ბავშვებში.
49. ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
50. შეუძლია დაარღვიოს დნმ-ის სტრუქტურა.
51. შეუძლია დაარღვიოს ცილების სტრუქტურა.
52. კოლაგენის სტრუქტურის შეცვლით, ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას.
55. ზრდის კატარაქტის განვითარების რისკს.
54. ხელს უწყობს ფილტვის ემფიზემის განვითარებას.
55. ახდენს ათეროსკლეროზის განვითარების პროვოცირებას. 56. ზრდის ნეირომედიატორ სეროტონინის კონცენტრაციას.
57. ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის ზრდას.
58. სისხლში იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას.
59. ამცირებს ფერმენტების ფუნქციურ აქტივობას.


ეს ყოველივე ოფიციალურად, კვლევებითაა დადასტურებული!

image
ასევე დაგაინტერესებთ:image
რატომ გვირჩევენ მედიკოსები ალოეს წყლის მიღებას განსაკუთრებით ზაფხულში?image
რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?


არასოდეს გადაყაროთ საზამთროს კურკები! გაინტერესებთ რატომ?


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს



იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი?


ფეტვის 5 საოცარი თვისება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ

ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

0
456
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0