x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"0 -ხარ მეთქი ვუთხარი და გაგიჟდა, არადა ხალხმა გამოუტანა ეს ვერდიქტი"- ვისზე საუბროს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ევროული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას "ტვ პირველის" ეთერში სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიხეილ სააკაშვილის დროინდელ "უშიშროების საბჭოს მდივანს" პერსონალურ, ვრცელ პოსტს უძღვნის:


"ჩარკვიანი ხომ მიშა სააკაშვილის სპიკერია" - ავტორი ამ ფრაზისა გიგა ბოკერიაა.


გაცოფებულ ბოკერიას მოვუსმინე ახლა ტვ პირველის ეთერში ( დიანა ტრაპაიძესთან ), ნუ ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძეს ხომ "გადაუარა", ნუ დატყვევებულ და დაუძლურებულ პატიმარ მიშა სააკაშვილს, აბა როგორ გამოტოვებდა, მერე მე მომადგა "ჩარკვიანი ხომ მიშას სპიკერიაო".


მოკლედ ეს მიშას დროინდელი " უშიშროების საბჭოს მდივანი" და დღევანდელი საქართველოს "საშიშროების საბჭოს " მდივანი, მიშა სააკაშვილის მიმართ შურით და ჯიბრით "დაავადებული", ყველა პროცესის ჩამშლელი ( თავისი პარტიის თუ სხვისი ანუ ნაც. პარტიის 2016წელს "გამხლეჩი"- დამშლელი)აქციების დამშლელი და პირველობისთვის მუდამ "პოლიტ ვაჭრობაში" მყოფი, უკვე ყველასთვის "გაშიფრული" არც თუ ჭკვიანი ( ჭკვიანები საკუთარ პარტიას თავზე არ იმხობენ პირველობის "მანიაკური" ჟინის გამო, ციხეში ბუნტის დროს ადამიანებისთვის სროლას და ასე ბუნტის ჩახშობას არ ხელმძღვანელობენ, იხ. ელენე თევდორაძის ჩვენება ბოკერიას წინააღმდეგ და ა.შ)


მოკლედ ამ "ტიპს" ანუ ბოკერიას განაჩენი ხალხმა უკვე გამოუტანა, კარგა ხანია გაანულეს მეტი რა ჰქნას ხალხმა, ბურჯანაძის პროცენტზე დაიყვანა -"დასვა" ხალხმა, მიშას გარეშე 0 -ხარ მეთქი ვუთხარი და გაგიჟდა, არადა ხალხმა გამოუტანა ეს ვერდიქტი ფაქტია რა ჰქნას ხალხმა მეტი?! ჰოდა ახლა გრიგოლ ვაშაძეს, მიშა სააკაშვილს და თამარ ჩარკვიანს თუ გალანძღავს ეს უკვე ყველასთვის " მიუღებელი პერსონა" მხოლოდ გამიხარდება, გეფიცებით მხოლოდ !!!!! გმადლობ გიგა, ეს მხოლოდ მიხარია, ესე იგი ყველაფერი რიგზეა, დიახ, წინ სუფთა გზაა კანონით და სამართლით !
ხალხი ბრძენია!"- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში.



0
433
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
433