საქართველო "ბოდიში მაგრამ ეს ნაძირლები..."- ვისზე საუბრობს ანა წითლიძე? 2022, 1 აგვისტო, 16:16 ქართველი პოლიტიკოსი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ირაკლი კობახიძის ფოტოს, სადაც ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ყაველაშვილსა და ოხანაშვილს "ნაძირლებად" მოიხსენიებს.იგი აგრეთვე აქცენტს აკეთებს იმ დღესთან დაკავშირებით, როდესაც ანრი ოხანაშვილი და ვატო წერეთელი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.აგრეთვე წერს, რომ ეს ადამიანები ამერიკის ელჩს ფაქტობრივად აშანტაჟებენ.გთავაზობთ სრულ განცხადებას:"ბოდიში მაგრამ ეს ნაძირლები ბიძინა/ კობახიძით დაწყებული ყაველაშვილით დამთავრებული, ოხანაშვილი რომ ცემა ტყეპას აწყობს ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, ამდენს რომ უბედავენ ამერიკის ელჩს რომ ლამის აშანტაჟებენ - ელჩის ბრალიც მგონია და სამწუხაროდ სუსტად აჩენს ამერიკას. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა პოლარიზაცია კი არა, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ოლიგარქიზაცია არის რასაც 2012 წლიდან ვამტკიცებთ ჩვენ - ახლა უკვე საკუთარ თავზე იწვნია ამერიკის ელჩმა.
ამიტომ ტოლობის დასმა ბიძინა და მიშას შორის დიდი შეცდომა იყო.
ქართული სახელმწიფო ვერასოდეს გადაიხდის ამერიკის დახმარების საფასურს სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე, წარმოუდგენელია ამდენს უბედავდნენ ამერიკის ელჩს ეს ნაძირლები რომ თავის მართლების რეჟიმში ამყოფებენ.".
129 1-ს მოსწონს
|