x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რომ იცოდეთ საზამთროს ქერქის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ, მას ნამდვილად არ გადააგდებდით!

ადამიანების უმრავლესობა აგდებს საზამთროს ქერქს როგორც კი გემრიელ რბილობს ამოჭრიან. თუმცა, თუ გაითვალისწინებთ რამდენ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, ალბათ მის გადაგდებას აღარ მოისურვებთ და თქვენი კვების რაციონს დაუმატებთ.


რა არის საზამთროს ქერქი?


საზამთროს ქერქი არის საზამთროს მყარი გარეთა შრე, რომელიც ჩვეულებისამებრ გარედან მწვანეა, შიგნიდან კი თეთრში გადადის სანამ ადგილს ხილის ვარდისფერ და წითელ რბილობს დაუთმობს. ქერქი უდავოდ გაცილებით უფრო მაგარი და ნაკლებად წვნიანია, ვიდრე მისი ძირითადი ნაწილი, რომელსაც ის იცავს. იმის მიუხედავად რასაც ბევრი ადამიანი ფიქრობს, მისი ჭამა ნამდვილად შეიძლება! თუმცა, მისი უბრალოდ კვნეტა და წითელი რბილობივით ჭამა არ იქნება გემრიელი და სიამოვნების მომტანი.



საზამთროს ქერქი შეიცავს მთლიანი ხილის მკვებავი ნივთიერებების დიდ ნაწილს. და მაინც, ადამიანები მას ბევრი ფიქრის გარეშე აგდებენ ნაგავში. არა მხოლოდ იგივე სახის მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს საზამთროს ქერქი, არამედ მასში უფრო დიდი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი განსაზღვრული ანტიოქსიდანტები, მინერალები, ვიტამინები და აქტიური კომპონენტები. ქერქი დაბალკალორიულია, მაგრამ მასში დიდი რაოდენობით არის შემდეგი სახის ვიტამინები და მინერალები: C, A, B6, კალიუმი, თუთია და არა მხოლოდ. საზამთროს ქერქი ასევე მდიდარია ისეთი მკვებავი ნივთიერებებით, როგორიცაა: ქლოროფილი, ციტრულინი, ლიკოპინი, ამინომჟავები, ფლავონოიდები და ფენოლური ნაერთები.

იცოდით, რომ ინდოელები საზამთროს ქერქს მაღალ ტემპერატურაზე ზეთში თუშავენ და ისე მიირთმევენ?

საზამთროს ქერქის სასარგებლო თვისებები


საზამთროს ქერქის სხვა ბევრ სარგებელს შორის აღსანიშნავია რომ ის საგრძნობლად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, ხელს უწყობს წონაში კლებას და უსაფრთხო ფეხმძიმობას.


image

კანზე ზრუნვა


იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ლიკოპინსა და სხვა ფლავონოიდებს შეიცავს, ამ ხილის ქერქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ეხმარება თავისუფალი რადიკალების გავლენის და ოქსიდაციური სტრესის შემცირებას, რაც თავის მხრივ მინიმუმამდე ამცირებს ნაოჭებს, პიგმენტურ და ასაკობრივ ლაქებს.


სისხლის არტერიული წნევა


ქერქში შედის გასაოცრად დიდი რაოდენობის კალიუმი, რომელიც მოქმედებს როგორც ვაზოდილატატორი (სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება), ხელს უწყობს სტრესისა და დაძაბულობის შემცირებას სისხლძარღვებსა და არტერიებზე. ამას შეუძლია შეამციროს როგორც ათერსკლეროზის, ისე ინფარქტის, ინსულტის და კორონარული დაავადებების განვითარების რისკები.


იმუნური სისტემა


C ვიტამინის დღიური დოზის 30%-ს შეადგენს 1 ფინჯანი საზამთროს ქერქი. მას შეუძლია საგრძნობლად გააძლიეროს იმუნიტეტი, რამდენადაც C ვიტამინი ასტიმულირებს სისხლში თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისა და პათოგენებისგან იცავს.


წონაში კლება


ეს არატრადიციული, დაბალკალორიული პროდუქტი ხელს უწყობს წონაში კლებას მასში დიდი რაოდენობით შემავალი ბოჭკოვანას საშუალებით. რაც დაგეხმარებათ თავი უფრო დანაყრებულად იგრძნოთ. ამასთან, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა) და ამგვარად ზრდის პასიური ცხიმის წვის უნარს. შესაბამისად, თავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.


ფეხმძიმობა


რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ქერქში შემავალ ბუნებრივ შაქარს მინიმუმამდე დაყავს დილაობით სისუსტე და გულის რევის შეგრძნება, ისევე როგორც ფეხმძიმობასთან დაკავშირებული შეშუპებები კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით.


ლიბიდო


საზამთროს ქერქი აუმჯობესებს სექსუალურ აქტივობას შეკუმშულ სისხლძარღვებზე ზეგავლენის წყალობით, რითაც სისხლის ნაკადი უკეთესად მიეწოდება ინტიმურ ზონებს; შედეგად კი იზრდება თქვენი სექსუალური აქტივობა და ლიბიდო თქვენს პარტნიორთან.


ქრონიკული დაავადებები


ქერქში შემავალი ლიკოპინი და ციტრულინი ეხმარება თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში, სანამ ისინი უჯრედულ მუტაციას განიცდიან, რასაც ადამიანის ორგანიზმი ქრონიკულ დაავადებებამდე მიჰყავს.


image

როგორ გამოვიყენოთ საზამთროს ქერქი?


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზამთროს ქერქს მისი მყარი და ძარღვოვანი კონსისტენცია ნაკლებად მიმზიდველს ხდის წასახემსებლად. თუმცა, შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ ჯამები და სმუზები. ასევე შეგიძლიათ დაამარინადოთ და მოგვიანებით გამოიყენოთ, მოამზადოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დილის კოქტეილი – დააბლენდერეთ, დაუმატეთ ვაშლის ძმარი და სხვა სანელებლები ტექსტურისა და გემოს გასაუმჯობესებლად. ბევრი ადამიანი საზამთროს ქერქს სალათებში იყენებს ან კუბიკებად ჭრის და ურევს პომიდვრის ცხარე სოუსში ბოჭკოვანით მდიდარი და არომატული კერძის მისაღებად.

image

ასევე დაგაინტერესებთ:


რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?


არასოდეს გადაყაროთ საზამთროს კურკები! გაინტერესებთ რატომ?


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი?


ფეტვის 5 საოცარი თვისება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ

ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

0
433
2-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0