x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს უსამშობლო რამ ამოარწყია დედამიწაზე" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, პრემიერ ღარიბაშვილის ბიჭვინთის, რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"დავით გარეჯზე უნდა ატეხო აჟიოტაჟი - აზერბაიჯანია ოკუპანტი და უდანაშაულო კარტოგრაფები დაიჭირო ვინმე რუსი ხიდაშელის რუკით. ეს უსამშობლო რამ ამოარწყია დედამიწაზე" - ვკითხულობთ ჩერგოლეიშვილის პირად გვერდზე.


ჟურნალისტების მიერ ბიჭვინთის ანექსიის საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა რომ პოლიტიკოსებმა ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატეხონ, ვინაიდან სწორედ მათი უგუნური მოქმედებების დამსახურებაა კოდორის ხეობა რომ დავკარგეთ:


"არათუ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენ ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.


შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, რუსეთისთვის 49 წლით არის გადაცემული.




0
622
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
622