საქართველო "სიბრიყვის პიკი" - რაზე საუბრობს ელისო კილაძე? 2022, 31 ივლისი, 16:36 ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საუბრობს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.იგი ხაზს უსვამს იმ საკითხს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წასვლას აპირებს."სიბრიყვის პიკი"- სწორედ ამ სიტყვების ხსნის იგი ამ ფაქტს: "ჩვენ ვყოფილვართ მიშას მომლაპარაკებლები ოცნებასთან და მათი მოთხოვნით გაემიჯნა ის ქართულ პოლიტიკას."გთავაზობთ სრულ "პოსტს":"სიბრიყვის პიკი-ჩვენ ვყოფილვართ მიშას მომლაპარაკებლები ოცნებასთან და მათი მოთხოვნით გაემიჯნა ის ქართულ პოლიტიკას. რომ იცოდეთ ზუსტად-ოცნებაში მიშას სასჯელის ბოლომდე მოხდის გარდა, სხვა ვერსიას არც განიხილავენ !
ევროპელები აწვებიან სამკურნალოდ გაყვანაზე.
p.s.ამდენ მკითხაობას, იმდენი დეპუტატი გყავთ ენმ-ში, შევიდეს პალატაში ვინმე(თუ მიიღებს) და იგივეს მოისმენს, რასაც მიშას ადვოკატები ამბობენ !
მიშა ამბობს ქართული პოლიტიკიდან წავედიო, მელიამ ესო მიშას ადვოკატების სტრატეგიააო.
ჯერ ერთი ადვოკატები მიშას ციტირებენ და მეორე, რომც იცოდე რომ სტრატეგიაა, ეთერში უნდა მოყვე?!"
"706 1-ს მოსწონს
|