x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს 10 საუკეთესო გადამზიდავი ვერტმფრენი

image

ახლა როდესაც ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც მთელს ქვეყანას დაატყდა თავს და 8 გმირის სიცოცხლე შეიწირა, კამათის და არც თუ იშვიათად სპეკულაციის და დემაგოგიის საგანი გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი და მათ შორის საუბარი არის რუსული(საბჭოთა) ვერტმფრენების ავკარგიანობაზე, სამწუხარო ისაა, რომ ხშირად ამ საკითხზე ამ დარგში სრულიად გაუთვითცნობირებელი პირები საუბრობენ, ან ისეთები, რომლებიც განზრახ ამახინჯებენ მოვლენებს, სწორედ ამ ფონზე უპრიანი იქნება გამოვაქვეყნოთ მსოფლიოს 10 საუკეთესო სატრანსპორტო-სამაშველო ვერტმფრენის რეიტინგი, რათა იცოდეს საზოგადოებამ თუ რომელი შვეულმფრენებია ამ კლასის ლიდერი.რეიტინგი შედგენილია ბრიტანული ინტერნეტგამოცემა Military today -ის მიერ.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ვერტფრენებიდან ყველა მოერგება საქართველოს მთა-გორიან რელიეფს, ეს უკვე სპეციალისტების საქმეა



10)NH90-მრავალფუნქციური ვერტმფრენი, რომელიც შემუშავებულია 1985 წელს ფრანკო-გერმანული კონსორციუმის Eurocopter-ის მიერ. ვერტმფრენი ხელმისაწვდომია ორი ძირითადი ვერსიით, რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციაშია: TTH (ტაქტიკური ტრანსპორტი) და NFH (წყალზე და წყალქვეშა ნავები).


NH90 TTH სატრანსპორტო ვერტმფრენი 20 ადამინს იტევს. გარდა ამისა, მას შეუძლია გადაიტანოს 2000-დან 5000 კგ-მდე ტვირთი სალონით ან 4200 კგ გარეთ დაკიდებული.

image

Ми-8-რუსეთი(საბჭოთა კავშირი)- ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერტმფრენი მსოფლიოში, 1961 წლიდან დამზადდა 7300-ზე მეტი. მი-17-ის მისი საექსპორტო ვერსია ფართოდ იყო ექსპორტირებული. ეს ვერტმფრენი მუშაობს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. ამ ნაყოფიერი ვერტმფრენის ვარიაციები დღესაც წარმოებაშია. სამხედრო მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული ვერსია არის Mi-8T, სტანდარტული ყველგანმფრენი. მასში 24 ადამიანი ეტევა. გარდა ამისა, შეუძლია გადაიტანოს 4000 კგ ტვირთი შიგნით ან 3000 კგ გარეთ.


image


8-AW101-(იტალია-დიდი ბრიტანეთი)AgustaWestland AW101 შეიქმნა 2007 წელს, როგორც თანამედროვე საზღვაო კომუნალური ვერტმფრენი. ეს ვერტმფრენი ადრე ცნობილი იყო როგორც Eurocopter Industries EH101. მას ერთობლივად აწარმოებდა Agusta იტალიიდან და Westland Helicopters დიდი ბრიტანეთიდან.

AW101-ის სამსახურებრივი ვერსია 26 ადამიანს იტევს. ტვირთამწეობა დაახლოებით 4000 - 5000 კგ. ამ რაოდენობის ტვირთის გადატანა შესაძლებელია როგორც შიგნით ან ასევე გარეთ.


image

7-Z-18-ჩინეთი-ეს არის არის ახალი ჩინური სამხედრო -სატრანსპორტო ვერტმფრენი შემუშავებული Changhe Aircraft Industry Group (CAIG) მიერ 2014 წელს. იგი შეიმქნა სამოქალაქო AC313 Avicopter-ის ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული იყო Z-8 საზღვაო საზღვაო წყალქვეშა შვეულმფრენზე.

ახალ Z-18-ს აქვს მეტი შიდა სივრცე, შეუძლია მეტი ტვირთის გადატანა და ზოგადად უკეთესი მანევრირება აქვს მაღალ სიმაღლეებზე და ტემპერატურაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპოზური მასალა და ტიტანი ფართოდ გამოიყენება ამ ვერტმფრენის წარმოებაში.

image

EC 725-საფრანგეთი-Eurocopter (ახლანდელი Airbus Helicopters) EC 725 Super Cougar ან Caracal არის შორ მანძილზე ტაქტიკური სატრანსპორტო ვერტმფრენი. ის მომდინარეობს Eurocopter Puma/Cougar-ის ოჯახიდან. იგი სპეციალურად შეიქმნა საფრანგეთის საჰაერო ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სპეციალიზებული ვერტმფრენისთვის საბრძოლო სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის. ახალმა ვერტმფრენმა პირველი ფრენა 2000 წელს შეასრულა. პირველი ვერტმფრენი საფრანგეთის საჰაერო ძალებს 2005 წელს გადაეცა. მოგვიანებით იგი საფრანგეთის არმიამაც მიიღო. ეს ვერტმფრენი იყიდა ბრაზილიამ, ინდონეზიამ, მალაიზიამ, მექსიკამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ . EC 725-ს შეუძლია 28-მდე ჯარისკაცის ან 5670 კგ ტვირთის გადაზიდვა. გარე დატვირთვა დაახლოებით 4500 კგ-ია.

image

Ми-38-რუსეთი-არის სატრანსპორტო ვერტმფრენი, რომელიც განკუთვნილია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მომხმარებლისთვის. იგი შემოთავაზებებულია როგორც Ми-8 და Ми-17 სერიის მოძველებული ვერტმფრენების შემცვლელად.

2018 წელს გამოშვებულ ვერტმფრენს სამგზავრო სატრანსპორტო მისიებისთვის შეუძლია 32-მდე ადამიანის გადაყვანა. მას შეუძლია გადაიტანოს 5000 კგ ტვირთი შიგნით ან 7000 კგ გარეთ.

image

4-V-22 Osprey-აშშ-ამერიკული მრავალმისიური, სამხედრო, კონვერტოპლანი, თავსებადი როგორც ვერტიკალურ აფრენასა და დაჯდომასთან, ასევე მოკლე გარბენით აფერენასა და დაჯდომასთან.შემუშავებული 1989 წელს.

მასში 24 სამხედრო მოსამსახურე ეტევა. ამ კონვერტოპლანს შეუძლია ატაროს 9000 კგ შიგნით ან 6800 კგ გარეთ.

Osprey-ს შეუძლია მაქსიმალური 500 კმ/სთ სიჩქარით ფრენა. ეს თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საერთო მოხმარების ვერტმფრენების სიჩქარე.

image

3-CH-47 Chinook-აშშ-ეს მრავაფუნქიური ვერტმფრენი შეიქმნა 1961 წელს, ამ დროისთვის დამზადებულია 1160 ეგზემპლარი, მათ შორის ლიცენზირებული მოდელები იტალიასა და იაპონიაში. იგი ექსპორტირებულია მთელ მსოფლიოში. Chinooks-ი იგეგმება აშშ-ს არმიის სამსახურში იყოს 2060 წლამდე, ანუ გამოშვებიდან თითქმის 100 წელი.


Chinook-ს ასრულებს სატრანსპორტო მისიებს. გადაჰყავს ჯარი და გადაქვს სამხედრო აღჭურვილობას. ასევე გამოიყენება სამედიცინო ევაკუაციისთვის, სამძებრო-სამაშველო, პარაშუტისების გადმოხტომის და სხვა ოპერაციებისთვის.

შეუძლია 44-მდე მგზავრის გადაყვანა და 10, 300 კგ ტვირთის შიგნით და 11, 300 კგ გარეთ გადატანა.

image


2-CH-53K King Stallion-აშშ-ეს გახლავთ 1974 წლის CH-53E Super Stallion გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც შეიქმნა 2014 წელს, დღესდღეისობით ყველაზე მძლავრი ვერტმფრენია აშშ-ში.

ამ სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენს შეუძლია ჯარების, ტექნიკის, შეიარაღების, კონტეინერების და სხვა მარაგების გემებიდან ნაპირზე გადატანა. CH-53K-ს აქვს 15, 9 ტონა ტვირთამწეობა, მას შეუძლია 37 ჯარისკაცის გადაყვანა. სავარძლების დაყენებით კი 55 მგზავრის გადაყვანა.

რაც შეეხება გარედან აწევას:ეს არის მძიმე შეიარაღება და მანქანები. მას შეუძლია აწიოს ჯავშანმანქანა LAV-25 ან 155 მმ-იანი M198 საველე ჰაუბიცა თავისი ეკიპაჟით და საბრძოლო მასალებით. ასევე შეძლია თავისივე ზომის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის აწევა და ტრანსპორტირება.

image


1-Ми-26-რუსეთი(საბჭოთა კავშირი)ითვლება ყველაზე მძლავრ და დიდ ვერტმფრენად მსოფლიოში, მისი შემუშავება ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყეს, სერიული წარმოება დაიწყო 1983 წელს.ვერტმფრენი აქვს ნაყიდი მსოფლიოს 20 ქვეყანას.


Mi-26-ს აქვს C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავის ტევადობა. მისი ტვირთის არეალი დახურული უკანა პანდუსით არის 12 მ სიგრძე და 3.2 მ სიგანე, ჭერის სიმაღლე 2.9 მ-ია ინტერიერის კონფიგურაცია შესაძლებლობას იძლევა გადაიყვანოს 80 სამხედრო ან 60 საკაცე. თუმცა იყო შემთხვევები, როცა 150 კაციც გადაუყვანია. ალტერნატიულად, ამ სატვირთო შვეულმფრენს შეუძლია 10000 კგ-მდე წონის ორი საბრძოლო მანქანის გადატანა. Mi-26-ს გარედან შეუძლია უამრავი ტვირტის გადატანა . უახლეს Mi-26M-ის ტვირთამწეობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. 25000 ათასი კგ!(მთავარ ფოტოზეც Mi-26-ია)

image


0
670
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0