პოლიტიკა პუტინს და მის გარემოცვას გაქცევის გეგმა აქვთ შემუშავებული ომში დამარცხების შემთხვევაში 2022, 30 ივლისი, 11:55 ვლადიმერ პუტინი და მისი მეგობრები რუსეთიდან გასაქცევად ემზადებიან, იმ შემთხვევაში თუ მისი არმია უკრაინაში დამარცხდება, იტყობინება Telegram არხი, რომელიც ამტკიცებს, რომ ინფორმაცია პირდაპირ კრემლიდან მიიღო. იმ ფონზე, როდესაც რუსული ჯარში დონბასში შეტევისთვის ემზადება, რათა ხერსონი ხელმეორედ დაიპყროს, ხოლო რუსული ეკონომიკა იშლება, დიქტატორი „აცნობიერებს ქვეყანაში დრამატული ცვლილების და განწყობის შესაძლებლობას“. გასულ კვირას ტელეარხმა General SVR-მა განაცხადა, რომ 69 წლის პრეზიდენტს ღამით "მძიმე გულისრევა" ჰქონდა და ექიმები მის საწოლთან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ წყაროს საფუძველზე, Telegram არხი ამტკიცებს, რომ „თვით პუტინს და მის გარემოცვას რუსეთიდან გასაქცევი გეგმა აქვთ შემუშავებული“. ნებისმიერი თვითმფრინავი, რომლითაც პუტინი და მისი ოჯახი რუსეთს დატოვებს, სავარაუდოდ, სირიაში ჩაფრინდება, უახლოესი მეგობარი სახელმწიფო, რომლის ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი, პუტინმა გადაარჩინა 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში . თუმცა, რუსეთიდან სირიაში ნებისმიერი საჰაერო რეისი ნატოს წევრი ქვეყნის-თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით უნდა მოხდეს. თუ თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უარს იტყვის პუტინისა და მისი ოჯახის თვითმფრინავის მის საჰაერო სივრცეში გატარებაზე, ეს ფაქტობრივად შეაფერხებდა რუსი ტირანის გაპარვის ყველაზე სწრაფ და შესაძლოა ერთადერთ გზას. ერდოღანსა და პუტინს რთული ურთიერთობა აქვთ, რადგან ისინი გასული ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა დროს მეგობრებიც იყვნენ და მტრებიც რადგან თითოეული ლიდერი ცდილობს თავისი ქვეყნის გავლენის გაზრდას რთულ გეოპოლიტიკურ სამეზობლოში. მაგრამ არის კიდევ ირანი, კიდევ ერთი რეგიონალური ძალა და დასავლეთის დაუძინებელი მტერი - რომელიც დაინტერესებული იქნება პუტინის ბედით. „პრინციპში, ირანსა და თურქეთს აწყობს რუსეთის პრეზიდენტი ემიგრაციაში ჰყავდეს როგორც რეზერვი, რათა სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენონ იგი როგორც ბერკეტი ან ვაჭრობის საშუალება“, - წერს არხი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დასავლეთის სამხედრო ალიანსის წევრია, ერდოღანის ხელმძღვანელობით ქვეყანამ საკუთარი დიპლომატიური გზა გაიარა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ თვის დასაწყისში პუტინი შეხვდა თავის თურქ და ირანელ კოლეგებს თეირანში, სავარაუდოდ სირიის თემაზე . არ იქნება გადაჭარბებული იმის წარმოდგენა, რომ ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ პირადად განიხილეს შესაძლებლობა, რომ პუტინს თავშესაფარი შეიძლება დასჭირდეს გადატრიალების ან რევოლუციის შემთხვევაში. 951 2-ს მოსწონს
|