x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შეიძლება მართლა მოგლიჯონ ციხის კარი....." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის თაკო ჩარკვიანის "ტვ პირველში" სტუმრობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ეს არის ფაქტი და რაც მალე გაუსწორებთ თვალს, მით მალე ამოვალთ ჭაობიდან -


"დღევანდელ დღეს, ამ რეაქციული ძალის, იდეოლოგიურ საპირწონეს წარმოადგენს ბოკერია და არა მიშა სააკაშვილი. მიშა სააკაშვილი თაკო ჩარკვიანად და გუბაზ სანიკიძედაა ქცეული".


დღეს ბრძოლა ავტოკრატებსა და დემოკრატებს შორისაა - რეჟიმს მხოლოდ საპირისპირო იდეის მატარებლები ამოძირკვავენ და არა სულთანისტური მიდრეკილებების ავტოკრატები, ან მათ ჩრდილში შეყუჟული უხერხემლოები.


ან ასე იქნება, ან არ იქნება და მერე დადექით და თვალეთ რამდენჯერ აღმოვჩნდი მართალი


პ.ს. რამდენი მიშისტი ტროლიც მე მესევა, იმდენი მიშას რომ დაესიოს, შეიძლება მართლა მოგლიჯონ ციხის კარი, მაგრამ მათ მე მეტად ვაინტერესებ" - ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.


"მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ "ზერო" - ნულები" - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში "ევროპული საქართველოს" ერთ - ერთ წევრს, ლაშა დამენიას, და გიგა ბოკერიას, ბიძინას და კობახიძის ნარატივის გამხმოვანებელი უწოდა:


"მიშა სააკაშვილის გარეშე ხართ "ზერო" - ნულები, რადგან თქვენ გაქვთ მოღალატის პროცესში სულ, მუდმივად ადგილი. ამას აკეთებთ სრულად ევროპული საქართველო, რამდენი ცალიც ხართ. დღეს საქართველოსთვის არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პრობლემა, არავის აინტერესებს, თქვენ რამდენს "დაითრევთ" ქულას და კვოტას - ჩირად არ მიღირს პოლიტიკა, თუ ამოვყავი თავი რუსულ წუმპეში. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ მანდატი გქონდეთ, ისე შევარდებით [პარლამენტში], როგორც 2016 წელს. ყველამ იცის საქართველოში ბოკერიას ნარატივი, რომ გამხლეჩავის პოზიციაზეა... ბოკერია მუდმივად ბიძინას და კობახიძის ნარატივს ახმოვანებს."- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.








0
559
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
559