სხვა ბეჭედი 24 679 ბრილიანტით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (+ვიდეო) 2022, 28 ივლისი, 9:41 ინდოეთის საიუველირო კომპანიამ, თავისი ბრენდის რეკლამირების მიზნით, ვარდისფერი ხის სოკოს ფორმის ბეჭედი შექმნა 24 679 ბრილიანტით. სამკაული გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. "სოკო განასახიერებს უკვდავებას და დიდხანს სიცოცხლეს"-ახსნა აბდულ გაფურ ანადიანმა, საიუველირო კომპანია SWA Diamonds-ის მმართველმა.
დიზაინერებს ბეჭდის სამგანზომილებიანი მოდელის შესაქმნელად სამი თვე დასჭირდათ. ისინი თხევად, ცხელ ოქროს ასხავდნენ ფორმებში, შემდეგ აციებდნენ და სოკოს ფურცლების ფორმას აძლევდნენ. ასეთი სულ 41 ელემენტი გამოვიდა. შემდეგ ხდებოდა ალმასების დამაგრება. სამკაული 340 გრამს იწონის. მისი ფასი 95 243 დოლარია.
ბრილიანტების დასათვლელად გამოიყენებოდა მიკროსკოპი. დათვლის გარდა აფასებდნენ სიწმინდეს, წონას, მოწახნაგების ტიპს და გამოყენებული ქვების ტიპს.
იხილეთ სხვა სტატიები:ყველაზე ცნობილი ბრილიანტის სამკაულები კინოს ისტორიაში ვისთვის დამზადდა Tiffany & Co მიერ უნიკალური, ბრილიანტის "ეკლის გვირგვინი" (+ვიდეო) რატომ არის საბერძნეთის კუნძულებზე სახლები თეთრი ფერის ავიალაინერი-სასტუმრო 5 ათას მგზავრზე და ბირთვულ ენერგიაზე! (+ვიდეო) ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი ქალმა შემთხვევით ბრილიანტის ბეჭედი 1 ფუნტ სტერლინგად იყიდა როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ! ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ. როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება 86 4-ს მოსწონს
|