x
მეტი
  • 10.07.2024
  • სტატია:135897
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510259
ჩემპიონთა ლიგა | მარგველაშვილის "შკუპი" ტურნირს გამოეთიშა
image

ქართევლი მცველის, გაგი მარგველაშვილის "შკუპი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების დინამოსთან დამარცხდა, რითაც გამოეთიშა კიდეც ტურნირს.


პირველი შეხვედრის შემდეგ (ხორვატიაში, 2:2), მოსალოდნელი იყო დაძაბული თამაში (რაც გამართლდა, რიგ ეპიზოდებში მსაჯმა ყვითელი ბარათები გამოიყენა - ჯამში 9). მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შედარებით სახიფათოდ, მაინც სტუმრების მიერ შექმნილი ეპიზოდები მოსჩანდა.


პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, სტუმრებმა გოლი გაიტანეს - 47-ე წუთზე არიან ადემიმ იყოჩაღა. მალევე ხორვატებმა მეორედაც უწიეს მიზანს, მაგრამ ბურთი თამაშგარის გამო არ ჩაითვალა. მასპინძლებმა, მცდელობათა მიუხედავად, ანგარიში ვეღარ გაათანაბრეს.



აღსანიშნავია, რომ გაგი მარგველაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.


საბოლოოდ, 1-0 დინამოს სასარგებლოდ. მართალია, ჩრდილომაკედონიელები ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ, მაგრამ ევროტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობენ - უკვე ევროპა ლიგაზე. რანგით მეორე ტურნირზე მათი მეტოქე ირლანდიური შემროქ როვერსი იქნება.


ასევე შეგახსენებთ იმას, რომ 25 წლის მცველი "შკუპს" (რომელთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა) მიმდინარე წლის იანვარში, ბათუმის დინამოდან შეუერთდა. მისი პირველი კლუბი კი თბილისის "საბურთალო" იყო, რომელსაც კაპიტნობდა კიდეც.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:თეზი
თეზი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0