x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ზღვაზე ნანახი სიშიშვლე ბავშვებს ჰრყვნის… პატიოსანი, ოჯახის ქალი სხეულს სხვას არ უნდა ანახებდეს" - ლევან ჯიქური

imageკასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური, სოციალურ ქსელში წერს, რომ სიშიშვლის დემონსტრირება ადამიანების სულს აზიანებს, მოუწოდებს განსაკუთრებით ბავშები მოარიდონ სიშიშვლის ყურებას და საერთოდ საზოგადოებას მოუწოდებს ზღვაზე დასვენებისგან თავი შეიკავონ.


"მოკრძალება
როდესაც ადამიანი იბადება, მასში სხვა რაღაცეებთან ერთად, ჩადებულია სიშიშვლისადმი სირცხვილი. შემდეგ ზოგი ამას ანვითარებს, ზოგი ახშობს. მშობლებზე ბევრია დამოკიდებული, ამიტომ მოარიდეთ ბავშვები საპირისპირო სქესის სიშიშვლის ყურებას ზღვასა თუ აუზებზე, ნუ გაუქრობთ ამ ძვირფას გრძნობას. მერე ისევ თქვენი და მათი მომავალი ოჯახების თავის ტკივილი იქნება, გარყვნილების ვნებისგან შექმნილი პრობლემები. რაც შეგეხებათ ზდასრულებს, არც თქვენთვისაა სახარბიელო სხვისი სიშიშვლის ყურება. არც კაცი და არც ქალი არ უნდა ანახებდეს თავის სხეულს სხვას. მითუმეტეს პატიოსანი, ოჯახის ქალები. ზღვა და ქვიშა იმდენ კარგს არ აძლევს ადამიანის ხორცს, რამდენადაც იქ ნანახი სიშიშვლით სულს უზიანებს, სულის დაზიანებას კი უფრო მძიმე ავადმყოფობებს იწვევს. საჭმელი აღარ ვარგა, ჰაერი და ეს რამოდენიმე ბანაობამ, რა ძველებს უნდა უშველოს? უკვდავების წყალი ხომ არ არის. ზღვისპირა ქალაქებში ცხოვრობენ და ძვლებიც სტკივათ და სახსრებიც. თქვენც კარგად იცით, რომ ძირითადად მოდის ამბავია, ზაფხულში ზღვაზე ან აუზზე უნდა იყვე და არ ღირს რა. ზოგი ქმარი კი საერთოდ ცოლს თავად უღებს ასეთ ფოტოს, და მერე ფეისბუქით დედმიწას ანახებს საკუთარი მეუღლის სხეულს, დაფიქრდით, ის მხოლოდ შენია, ვის ათვალიერებინებ? ან ქუჩაში რა უბედურებაა, წელს ზემოთ გახდილი კაცები და ვითომ ჩაცმული ქალები. მესმის რომ გცხელათ. მაგრამ რო იხდით მინუსებში ვარდება ტემპერატურა? რავიცი, ჩემი მოვალეობა ესაა, ადამიანს კარგისკენ მოვუწოდო და ცუდს განვარიდო. არ მოგწონთ რასაც გირჩევთ? ან არ შეგიძლიათ შესრულება? კი ბატონო"-წერს ლევან ჯიქური
1
512
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
512
  
0 1 1