x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სადღესასწაულო კომპანიის შეცდომაზე პასუხი მოსთხოვო წყვილს, სამარცხვინოა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ატეხილ სკანდალ ეხმაურება. ცნობილი გახდა, რომ ფოტოგრაფებსა და ვიდეოოპერატორებს საზეიმო სუფრაზე საჭმელი არ მიაწოდეს.


უამრავმა ადამიანმა ახალდაქორწილებული წყვილი და მათი ოჯახი დაადანაშაულა. ნანუკა ჟორჟოლიანმა კი, იმათ შეუტია, ვინც ახალშეუღლებულები ამოიღო მიზანში.

.


“დიდი ქორწილების ლოჯისტიკას, როგორც წესი, საორგანიზაციო კომპანიები აგვარებენ. ოჯახი ყველა დეტალს, ისედაც სანერვიულო დღეს ვერ მოიკითხავს და სწორედ ამ კომპანიების სამარცხვინო შეცდომაზე, საჯაროდ პასუხი მოსთხოვო წყვილს, რომელიც ეს დღეები უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს, არის უსამართლობა”, – წერს ჟურნალისტი.


.

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ქორწილის ვიდეოებით. სწორედ ამ ქორწილს გამოეხმაურა ფოტოგრაფი - დავით ჭალიძე და სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

,

„რა უხერხულია არაა? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებს არ აჭამეს... ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს… ფოტოგრაფებს და ვიდეოგადამღებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს. და თან გთხოვენ საჯაროდ არ დაწერო უხერხულიაო, უხერხულია მშიერი რომ მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება. რამხელა სულგრძელობაა, მაგრამ იმსახურებენ კი“... - წერს ფოტოგრაფი.

1
263
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
263
  
2022, 26 ივლისი, 10:59
მოიცა,უფულოდ გადააღებინეს ფოტო/ვიდეო ამ ოჯახააშენებულებს? ფულს გიხდიან და ისეთი ფასი უნდა მოითხოვო რო ჭამის ხარჯი შედიოდეს. ის ფულს გიხდის და არ არის ვალდებული გაჭამოს. თუ კეთილ ნებას გამოიჩენს და გაჭმევს,მაშინ მისი საქმეა და მადლობა უნდა გადაუხადო. სწორედაც,რომ ეს არის ევროპიული და იქედან გადმოიღეს,ფულს გიხდის და მომსახურებას უწევ,შეიძლება ჯიქა წყალი არ შემოგთავზოს სიცხეში. მეტი არ იქნას ევროპელი ყოფილიყო რომელიმე სუფრაზე,მარა ეს ხო გადმოიღეს :)

პ.ს. რა ჭამა და სმა,მისულიყავი და პირველი ღამის უფლება მოეცა ბარემ :)

პ.ს.ს. ქვეყანას მაგრად გვიჭირს აზროვნებაში,ჯერ მაკრიტიკებლებს და მერე დამცველებს. რატო უნდა გაინტერესებდეს ვიღაცის ქორწილი? მარა ნათქვამია,ადამიანს ყ... ფხანვა საქმე ეგონაო და ისეა ერის საქმე
0 1 1