სამხრეთ აფრიკის ქალაქ ნდვედვეს მცხოვრებმა სახლთან უჩვეულო ქვეწარმავალი აღმოაჩინა, ფრთხილად დაიჭირა და პროფესიონალ გველების მაშველს მიმართა. ჩამოსული სპეციალისტი, ორთავიანი სამხრეთის ყავისფერი კვერცხის მჭამელის დანახვისას, სახლის პატრონზე არანაკლებ გაკვირვებული დარჩა, წერს NDTV-ის რედაქცია.
პოლიცეფალია (მეორე თავის არსებობა) იშვიათია. ასეთი გენეტიკური ანომალიის მქონეებს თავის გატანა ძალიან უჭირთ და ბევრი მათგანი იღუპება, მით უფრო საინტერესოა საკმაოდ ზრდასრულ ქვეწარმავლზე დაკვირვება (გველის სტანდარტებით, ის მოზარდია). ქვეწარმავალი ველურ ბუნებაში მოსალოდნელი დაღუპვის გამო გადაიყვანეს ცენტრში, სადაც გველებს პროფესიონალურად უვლიან.