x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ერთი ბავშვი იყო, "Яндекс"- ით გიგა მაქარაშვილი დაუწერია და ის მოუჭრია იქაურ ჭუტავიზიას" - თეა შაყულაშვილი
image

ფეისბუქმომხარებელი თეა შაყულაშვილი საკუთარ გვერდზე ვიდეოს აზიარებს, სადაც იტალიელი კორესპონდენტი ბავშვებს ეკითხება ვინაა მათი საყვარელი ფეხბურთელი.ბავშვები პასუხობენ: ხვიჩა კვარაცხელია, რეპორტიორი ბავშვებს დამატებით სთხოვს ქართველი ფეხბურთელის გვარი სწორად წარმოთქვან, რასაც პატარა ბიჭუნა წარმატებით ართმევს თავს.



თეა შაყულაშვილმა ამ ვიდეოს ირონიულად ასეთ კომენტარი მიუწერა:



"ერთი ბავშვი იყო, "Яндекс"- ით გიგა მაქარაშვილი დაუწერია და ის მოუჭრია იქაურ ჭუტავიზიას".




2022 წლის 1 ივლისს, იტალიურმა კლუბმა "ნაპოლიმ", სადაც თავის დროზე ლეგენდარული მარადონა თამაშობდა, დაადასტურა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი, რომელიც ბათუმის "დინამოდან" გადავიდა.


კონტრაქტი 2027 წლამდეა, ხოლო ჰონორარი 10-12 მილიონი ევროა.კლუბში ხვიჩას დებიუტი კლუბში 2022 წლის 14 ივლისს, ამხანაგურ მატჩში Eccellenza Trentino-Alto Adige Club A.S.D-ის წინააღმდეგ. ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.


შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ხვიჩას იტალიურ კლუბში გადასვლის შემდეგ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ პრესკონფერენცია არ მოეწონა. მაქარაშვილისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დასმულ კითხვაზე, კვარაცხელიას პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა.



„მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ. ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდან გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. ნეტავ არ ეკითხათ…


„ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის „დინამოში” თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი”.


კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!”, – წერდა გიგა მაქარაშვილი.

0
121
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0