x
29 ივლისს, მომღერალ არჩილ ცანკაშვილის და ნუკა მარგველაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

ცანკა და ნუკაქალაქური სიმღერების შემსრულებელი, არჩილ ცანკაშვილი ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა. მან მსმენელისთვის რამოდენიმე სიმღერაც ჩაწერა. ამჯერადაც, მორიგ ნამუშევარს ამზადებს და კიდევ ერთი მეგობრული საღამოსთვის ემზადება.

საინტერესო სეზონი ჰქონდა მომღერალს და ტელე-რადიო წამყვანს ნუკა მარგველაშვილს. ის ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის'' გადაცემა “ლაბორატორიის'' წამყვანია. ამიტომ, ყოველ დილას მაყურებელს საინტერესო სიახლეებით ანებივრებდა.


აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს 20:00 საათზე “FOLLOW BAR'' - ში არჩილ ცანკაშვილის და ნუკა მარგველაშვილის ერთობლივი საღამო გაიმართება.


შეგიძლიათ, კიდევ ერთი საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ და გემოვნებიანი ქართული სიმღერები მოისმინოთ.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:კიკი ბარათაშვილი
კიკი ბარათაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0