x
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება
სწავლა და დასაქმება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.

დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის აუცილებელი მოთხოვნებია:


• ასაკი მინიმუმ 18 წელი;
• ქ. თბილისში რეგისტრაცია;
• საბაზო განათლება;

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს - www.dasakmdi.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:კიკი ბარათაშვილი
კიკი ბარათაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0