x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ლექსუს თბილისმა" 28 ქვეყნის 340-ზე მეტ დილერს შორის, კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული Lexus Kiwami-ს ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო
image


"ლექსუსმა" 2022 წლის შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, კომპანიის ათი რჩეული დილერი გამოავლინა. დაჯილდოება, რომელიც შიდა ინიციატივაა, უკვე ექვს წელს ითვლის. ის დაფუძნებულია Omotenashi-ს კონცეფციაზე, სტუმართმოყვარეობის ძველ იაპონურ ფილოსოფიაზე, რომლის ამოსავალი წერტილია, რომ თითოეულ მომხმარებელს ისე უმასპინძლოს, როგორც საკუთარ სახლში მოსულ სტუმარს, რაც გავლენას ახდენს "ლექსუსის" ყველა ასპექტზე.

image

გამარჯვებულებს ჯილდო 3 ივლისს მადრიდში გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ. ასევე, მათ საშუალება მიეცათ, ლექსუსის სრულიად ახალი მოდელები: RZ და RX ემართათ და BEV Sport-ის კონცეფციაც აღმოეჩინათ, რომელიც დიდ ბრიტანეთში, "გუდვუდის სისწრაფის ფესტივალზე" სულ ცოტა ხნის წინ იყო წარმოდგენილი.



საკუთარი მაღალკვალიფიციურობის გამო, განსაკუთრებული აღიარება წილად ხვდათ დილერებს, რომლებმაც პირველებმა მიიღეს Kiwami-ს ჯილდო ზედიზედ სამი წლის განმავლობაში. ესენი არიან: "ლექსუს თბილისი" (საქართველო), "ლექსუს საბადელი" (ესპანეთი) და "ლექსუს პადოვა" (იტალია).


image

"მომხმარებელზე ზრუნვა როგორც პირადი, ასევე საოცარი გამოცდილების მეშვეობით, ლექსუსის ბრენდის საფუძველს წარმოადგენს და ეს ჯილდოები სწორედ ამის მაჩვენებელია", - თქვა TME-ის ვიცე-პრეზიდენტმა და "ლექსუს ევროპის" ხელმძღვანელმა, პასკალ რუჟმა.


ცნობისათვის, შარშან Lexus-მა მომხმარებელთა მომსახურებისათვის ნომერ პირველი ბრენდის ადგილი კვლავ დაიკავა. როგორც ახალი ავტომობილებისთვის (NCBS), ასევე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სფეროში (IACS).


Kiwami-ს 2022 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:


კავკასია - "ლექსუს თბილისი"

საფრანგეთი - "ლექსუს ფრეჟუსი"

გერმანია - "ლექსუს ოსნაბრიუკი"

იტალია - "ლექსუს კომო"

ნორვეგია - "ლექსუს ტრომსო"

პოლონეთი - "ლექსუს ვარშავა-პულავსკა"

რუსეთი - "ლექსუს კრასნოდარი"

ესპანეთი - "ლექსუს სარაგოსა"

დიდი ბრიტანეთი - "ლექსუს კემბრიჯი"

უკრაინა - "ლექსუს ლვოვი"


image


R



0
45
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0