სიახლეები "ლექსუს თბილისმა" 28 ქვეყნის 340-ზე მეტ დილერს შორის, კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული Lexus Kiwami-ს ჯილდო ზედიზედ მესამედ მიიღო 2022, 25 ივლისი, 11:33 "ლექსუსმა" 2022 წლის შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, კომპანიის ათი რჩეული დილერი გამოავლინა. დაჯილდოება, რომელიც შიდა ინიციატივაა, უკვე ექვს წელს ითვლის. ის დაფუძნებულია Omotenashi-ს კონცეფციაზე, სტუმართმოყვარეობის ძველ იაპონურ ფილოსოფიაზე, რომლის ამოსავალი წერტილია, რომ თითოეულ მომხმარებელს ისე უმასპინძლოს, როგორც საკუთარ სახლში მოსულ სტუმარს, რაც გავლენას ახდენს "ლექსუსის" ყველა ასპექტზე. გამარჯვებულებს ჯილდო 3 ივლისს მადრიდში გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ. ასევე, მათ საშუალება მიეცათ, ლექსუსის სრულიად ახალი მოდელები: RZ და RX ემართათ და BEV Sport-ის კონცეფციაც აღმოეჩინათ, რომელიც დიდ ბრიტანეთში, "გუდვუდის სისწრაფის ფესტივალზე" სულ ცოტა ხნის წინ იყო წარმოდგენილი. საკუთარი მაღალკვალიფიციურობის გამო, განსაკუთრებული აღიარება წილად ხვდათ დილერებს, რომლებმაც პირველებმა მიიღეს Kiwami-ს ჯილდო ზედიზედ სამი წლის განმავლობაში. ესენი არიან: "ლექსუს თბილისი" (საქართველო), "ლექსუს საბადელი" (ესპანეთი) და "ლექსუს პადოვა" (იტალია). "მომხმარებელზე ზრუნვა როგორც პირადი, ასევე საოცარი გამოცდილების მეშვეობით, ლექსუსის ბრენდის საფუძველს წარმოადგენს და ეს ჯილდოები სწორედ ამის მაჩვენებელია", - თქვა TME-ის ვიცე-პრეზიდენტმა და "ლექსუს ევროპის" ხელმძღვანელმა, პასკალ რუჟმა. ცნობისათვის, შარშან Lexus-მა მომხმარებელთა მომსახურებისათვის ნომერ პირველი ბრენდის ადგილი კვლავ დაიკავა. როგორც ახალი ავტომობილებისთვის (NCBS), ასევე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სფეროში (IACS). Kiwami-ს 2022 წლის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან: კავკასია - "ლექსუს თბილისი" საფრანგეთი - "ლექსუს ფრეჟუსი" გერმანია - "ლექსუს ოსნაბრიუკი" იტალია - "ლექსუს კომო" ნორვეგია - "ლექსუს ტრომსო" პოლონეთი - "ლექსუს ვარშავა-პულავსკა" რუსეთი - "ლექსუს კრასნოდარი" ესპანეთი - "ლექსუს სარაგოსა" დიდი ბრიტანეთი - "ლექსუს კემბრიჯი" უკრაინა - "ლექსუს ლვოვი" R 45 შეფასება არ არის
|