14 შემთხვევით ნაპოვნი უჩვეულო ნივთი, რომელთა დანიშნულების ახსნა მხოლოდ ინტერნეტში შეძლეს
ზოგიერთი ნივთი, რაც ბევრისთვის უცნაური და გაუგებარია, სხვისთვის შეიძლება ასე არ იყოს. ეს უცნაური ნივთები შემთხვევით იპოვეს და ვერ გაიგეს რისთვის გამოიყენებოდა, ამიტომ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, დასახმარებლად ინტერნეტსდ მიმართეს:
1. “ერთგვარი კოვზი კაუჭით, ჩაღრმავება იკავებს დაახლოებით 15 მლ და შიგნით აქვს ნაკაწრები, რომელსაც აქვს წრის ფორმა. სიგრძე დაახლოებით 25 სმ. ალბათ დამზადებულია სპილენძისგან"
პასუხი: ძველი სანთლის ჩასაქრობია
2. ”ჩემს მეგობარ ბიჭს შემთხვევით გაუგზავნეს სამედიცინო ინსტრუმენტების ეს ნაკრები (ალბათ) დაახლოებით 50 სმ სიგრძისაა, ვინმემ ხომ არ იცით რისთვის გამოიყენება?“
პასუხი: ეს არის უროლოგიური ინსტრუმენტების ნაკრები ურეთრის გაფართოებისთვის
3. “რისთვის არის ის ლურჯი რეფლექტორები ბოძებზე, რომლებიც მინდვრისკენ არის მიმართული?
პასუხი: ისინი ირეკლავენ გამვლელი მანქანების ფარებიდან გამოსულ შუქს, მიმართავენ მას გზის პირას, რათა ირმები გზიდან გადავიდნენ. ეს არის მანქანებისა და ცხოველების უსაფრთხოებისთვის.
4. „მეგობარმა ეს ნივთები მაკაჰაში, ჰავაიში ჩაყვინთვის დროს იპოვა. ნარინჯისფერ-ყავისფერი, მყარი და მგონი ფენები აქვს"
პასუხი: მუცელნემსასებრნი თევზების პირის ფირფიტებია, მაგალითად ფუგუსი
5. "რკინის კონუსები კარიბჭის ორივე მხარეს შენობის შესასვლელთან ქალაქ ბატში, ინგლისი"
პასუხი: ეს არის ჩირაღდნების ჩასაქრობად. სახლის სტუმრები მათ ჩირაღდნების ჩასაქრობად იყენებდნენ.
6. “ველოსიპედის ჩარჩოზე დამაგრებული ლითონის პატარა, წვეტიანი, მოხრილი ნაჭერი. მიმართეთ ველოსიპედის წინა მხარეს"
პასუხი: ეს არის სატუმბის სამაგრი. მოპირდაპირე მხარეს მეორეც უნდა იყოს.
7. ”ცისფერი მინისგან დამზადებული რაღაც ნაპოვნი მეურნეობის მაღაზიაში. დაახლოებით 12 სმ სიმაღლეზე ნახვრეტით"
პასუხი: სანათია, რომელიც ვეშაპის ცხიმზე მუშაობს
8. „რა არის ეს დიდი მრგვალი რაღაც ქალთა საპირფარეშოს შუაში? ის ძველ აბაზანაშია და როგორც ჩანს, წყალი არ მიედინება.. მხოლოდ დიდი ცილინდრი აქვს, რომლის შიგნით არის სანიაღვრე."
პასუხი: “ეს იყო ნიჟარა ხელების დასაბანად. ნიჟარის ქვეშ რგოლს უნდა დააბიჯოთ, რომ წყალი გამოედინოს. როგორც ჩანს, ფოტოზე ნიჟარადან თითქმის ყველა სანტექნიკა ამოღებულია."
9. „სითხე იწყებს ამოსვლას, თუ ბოლოში დაიჭერთ. სავარაუდოდ, ეს ნივთი ზომავს არტერიულ წნევას, მაგრამ ჩვენ ზუსტად არ ვიცით."
პასუხი: ეს მხოლოდ მეცნიერული სათამაშოა, რომელიც აჩვენებს ძალიან დაბალი დუღილის მქონე სითხის უნარს
10. "ცივი ყავის ქილაში პლასტმასის ეს ნივთი ვიპოვე, რისთვისაა?"
პასუხი: ეს არის აზოტის ინფუზია, რომელიც ავსებს ცივ ყავას ათასობით ბუშტით და ქმნის ქაფს სასმელზე ქილას გახსნისას.
11. “ეს ნაცრისფერი ბამბის პერანგი მაჩუქეს, მას ქსოვილის ნაჭერი აქვდ მე-2 და მე-3 ღილაკებს შორის ზემოდან. წარმოდგენა გაქვთ რისთვის უნდა იყოს?
პასუხი: მზის სათვალეეისთვისაა განკუთვნილი
12. „ხის მოჩუქურთმებული კონტეინერი, რომელიც მეორეული ნივთების ბაზრობაზე ვიყიდე ბოლოში აქვს პატარა კარი. ზედა, როგორც ჩანს, უნდა გაიხსნას. რა არის?"
პასუხი: ძველი საკმეველია.
13. "სამზარეულოს გამწოვის ზემოთ არის რაღაც ღილაკი, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ არის ღილაკი"
პასუხი: ეს არის სითბოს სენსორი, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილი.
14. „მეზობელმა წინა ეზოში ბუჩქები გაასუფთავა და მერე ეს ლითონის ყუთი დადო. რა არის?"
პასუხი: სკაა მოხეტიალე ფუტკრებისთვის.