x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"მან მითხრა, გაიძრე ბიუსტჰალტერი" - რა შეემთხვა კეიტ მოსს 15 წლის ასაკში?
image

როგორც მომავალი პოდიუმის დედოფალი სამი ათწლეულის განმავლობაში, ინტერვიუებში მორცხვი კეიტ მოსი ჩვეულებრივ იყენებდა დედოფლის ცნობილ არაოფიციალურ დევიზს: „არასოდეს დაიჩივლო, არასოდეს განმარტო“.


მაგრამ წლების შემდეგ Desert Island Discs-ზე მიცემულ გულწრფელ ინტერვიუში სუპერმოდელმა გაამჟღავნა მწარე სიმართლე მოდის ინდუსტრიაში ექსპლუატაციის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მოზარდ ასაკში, სექსუალური სამიზნე.


ახლა 48 წლის კეიტი იხსენებს, რომ ფოტოგრაფების ზეწოლას ახდენდნენ, რომ წელს ზემოთ შიშველს გადაეღო ფოტოები.ერთხელ 15 წლის ასაკში მორცხვი მოზარდი იძულებული გახდა ერთ-ერთი ფოტოსესიიდან გაქცეულიყო, როცა მას ბიუსტჰალტერის გახდა მოსთხოვეს.


image

„საშინელი გამოცდილება მქონდა ბიუსტჰალტერის კატალოგებთან დაკავშირებით, “ -ამბობს ის BBC Radio 4-ის გადაცემაში.


„ მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი და მან მითხრა: „გაიხადე ზედა“... მე გავიხადე. მაშინ ძალიან მრცხვენოდა . შემდეგ მან მითხრა: „გაიხადე ბიუსტჰალტერი“ და ვიგრძენი, რომ რაღაც არ იყო რიგზე, ამიტომ ავიღე ჩემი ნივთები და გავიქეცი. ვფიქრობ, ამან გამიმძაფრა ჩემი ინსტინქტები. მე შემიძლია ვიგრძნო რაიმე არასწორი "ერთ მილის" მანძილზე."


კეიტმა სამოდელო სააგენტო Storm-თან 1988 წელს, 14 წლის ასაკში გააფორმა ხელშეკრულება, იმოგზაურა ლონდონში თანმხლების გარეშე, რა დროსაც დღეში რვა სამოდელო დავალებას ასრულებდა. რადიო გადაცემის დროს, ის საუბრობს 1990 წლის გადაღებებზე, რამაც იგი ცნობილი გახადა, მაგრამ აღიარებს, რომ იმ პერიოდის გახსნება მისთვის დღემდე "მტკივნეულია".

image

ბრიტანელი სუპერმოდელი კეიტ მოსი „Forbes“-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში.მას მხოლოდ ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰენი ასწრებს.90-იანი წლების შუახანებისთვის კეიტ მოსის ჰონორარი დღეში 10 000 დოლარი იყო.

1
857
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
857
  
2022, 24 ივლისი, 18:43
რაც მოთხოვნადია ფულს იმაში იხდიან,თუ ფულს გიხდიან და გეუბნიან რო ეს ფული სილამაზის გამო გეძლევა,მაშინ თავად თანხმდები ამ ყველაფერზე. რა გგონიათ,რომ მართლა ნიჭი აქვთ და გონიერებით გამოირჩევიან თუ რა ბაზარია. გახდაში უხდიან ფულს და უნდა გაიხადონ. 14 წლის გოგო ეგეთ რამეზე არ უნდა თანხმდებოდეს და არც მათი მშობლები,თუ ფულის გამო აკეთებენ ამას,რაღაც წუწუნებენ. ამორალურია 14 წლის მოზარდის შიშველი გადაღება,მაგრამ როგორც ვთქვი,თავად თანხმდებიან და მე ვინ მკითხავს:) ხოდა ტ... სარი უთხრიათ
0 1 1