x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
Victoria’s Secret-ის ანგელოზები, რომლებსაც მკერდი საერთოდ არ აქვთ
ბრენდი Victoria’s Secret-ი წარდგენას არ საჭიროებს, რადგან მას მთელი მსოფლიო ისედაც კარგად იცნობს. მისი მომხიბვლელი ანგელოზები კი პოდიუმზე ისეთი დახვეწილები და ლამაზები არიან, თითქმის ყველა ქალის მისაბაძ მაგალითს თუ ქალური შურის ობიექტს წარმოადგენენ.


სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ თუ როდის და როგორ ჩაეყარა ბრენდის არსებობას საფუძველი.


image



" ბრენდი Victoria's Secret-ი შეიქმნა 1977 წელს კალიფორნიის შტატში, სან–ფრანცისკოს გარეუბანში. მისი დამფუძნებელია სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როი რაიმონდი.



ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დღეს როიმ გადაწყვიტა მეუღლისთვის ქალის თეთრეულის ყიდვა, თუმცა გამყიდველი ქალებისგან შექმნილ უხერხულობას ვერ დაძლია და საჩუქრის გაკეთების მცდელობა, ჩაეშალა. ყიდვის მცდელობის წარუმატებლობამ კი დაბადა იდეა გაეხსნა ქალის თეთრეულის საკუთარი მაღაზია და ეს იდეა მალევე განახორციელა. Victoria's Secret-ის პირველი მაღაზია გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში.


მყუდრო გარემო, ქალის თეთრეულის ფართო არჩევანი, მანეკენებზე მორგებული ბიუსჰალტერები თუ საცვლები, კლიენტების მოზიდვის კარგი მიზანი გახდა. მალევე კატალოგებიც დაბეჭდეს, რომლებიც იგზავნებოდა ფოსტით მათთვის, ვისაც სურდა საჩუქრის სახლიდან გაუსვლელად შერჩევა. მსგავსი სიახლე კი დიდი რეზონანსი იყო არამარტო ამერიკისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნისთვის. როის ბიზნესმა კი ხუთი წლის მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია და კიდევ ექვსი ფილიალი გახსნა.


1982 წელს როიმ გარკვეული პრობლემების გამო Victoria's Secret-ის სავაჭრო მარკა 4 მლნ. $-ად მიჰყიდა კორპორაციის The Limited Brands -ის მფლობელს ლესლი ვეკსნერს. ლესლიმ შეცვალა ბრენდის პოლიტიკა და გამორჩეული და სექსუალური სტილის მასიური წარმოება დაიწყო, რომლის ფასებიც ყველანაირ მომხარებელზე იყო მორგებული. თანდათან მოხდა კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა და კაბების, აბრეშუმის საღამურების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვებაც დაიწყო.


რაც შეეხება ბრენდის დამფუძნებელ როი რეიმონდს, მან ამ ბიზნესის გაყიდვის შემდეგ დაიწყო ბავშვის ტანასცმლის წარმოება, თუმცა ორ წელიწადში გაკოტრდა. 1993 წლის 26 აგვისტოს 47 წლის ასაკში როიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის სან–ფრანცისკოს მახლობლად მდებარე Golden Gate Bridge-ს ხიდიდან გადახტა. მისი გვამი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. " (ისტორიის დეტალები აღებულია საიტიდან- "blogspot.com", , რომლებიც შემდეგ ჩავასწორე. მათი საიტიდან მასალის გამოყენება ნებადართულია)


კომპანია მუდმივად ატარებს შოუებს, რომლებშიც მონაწილეობას ულამაზესი მოდელები იღებენ, რომლებიც პლანეტის ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალებად მოიხსენება. საერთო ჯამში, ბრენდის გუნდს 14 მოდელი ჰყავს, რომლებიც ეკრანებიდან ნამდვილად ბრწყინავენ, თუმცა სინამდვილეში ისეთი კარგებიც არ არიან, როგორც ეს პრიალა იდეალებიდან ჩანს. უმეტეს მათგანს საერთოდ არ აქვს ძუძუ, თუმცა ეს "ნაკლი" არ უშლით ხელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის რეკლამის სახეებს წარმოადგენდნენ.



გაიცანით Victoria’s Secret-ის ანგელოზები, რომლებსაც ძუძუ საერთოდ არ აქვთ




1. რომი სტრიჯი.imageimage





2. ელზა ხოსკი.imageimage





3. სტელლა მაქსველი. imageimage





4. ბეხატი პრინსლოუ.imageimage





5. ლილი ოლდრიჯი.imageimage





6. დოუცენ კრუზი. imageimage

0
3886
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0