x
image
ქეთეონე
"კამერაში იყურება და ცრუობს გამუდმებით"- ვისზე საუბრობს ვახო სანაია?

image


ჟურნალისტი ვახო სანაია საუბრობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით და იგი აქცენტს სვამს კერძოდ 2018 წელსა და 2022 წელთან მიმართებაში.


მისი თქმით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აჟღერებს ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ - სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.


გთავაზობთ ვახო სანაიას "პოსტს":


"ტიპს რეპუტატია აქვს ნულს ქვემოთ. ყველაფერს იტყუება. კამერაში იყურება და ცრუობს გამუდმებით. აი, ეს ორი განცხადება შეადარეთ, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს.



● 2018 წელი. ირაკლი კობახიძე:


„სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითიც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი”


● 2022 წელი. ირაკლი კობახიძე:


სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია იყო უმძიმესი, რომლის გახსენებაც არ მინდა.


მაშინაც არ გვიჯერებდა. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმოება. აი, ტექნიკური საკითხებიც რომ ავიღოთ, კლიპი იყო რაღაცნაირად გადასაღები და იქაც კი არ მოგვყვებოდა კლიპის გადაღებაში. ან, რაღაც აქცია იყო დასაორგანიზებელი, უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ჩვენ გვქონდა გამოცდილი პიარული გეგმა და ამაში არ მოგვყვებოდა."- წერს იგი.


ვახო სანაიას ამ "პოსტს" ეკა ბესელიაც ეხმაურება და იგი კომენტარებში წერს:


"მსგავსი მართლა არავინ მახსენდება პოლიტიკაში"- საუბრობს ეკა ბესელია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით.

image
0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0