საქართველო
"ჩემს ლანძღვაზე უდ@ება, მიშას თავისუფლებაზე - არა" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2022, 24 ივლისი, 12:18
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი პარლამენტარის, თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტს პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ასეთი პოსტები სასარგებლოა - 700 ჩლუნგისგან გავასუფთავებ ჰაერს.
ფულს ვხარჯავთ რომ სწორად ავირჩიოთ სამიზნე და აგერ ქალბატონი ჩარკვიანი გვეხმარება აურის წმენდაში
p.s. 700 მიშისტი ან ჩემგან უარყოფილი ალაიქებს ჩემი და გიგას ცილისწამებას და ლანძღვას.
ეს 700 კაცი მიშას გამო აქციაზე არ გამოდის, ჩემს ლანძღვაზე უდგება, მიშას თავისუფლებაზე - არა." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ზემოაღნიშნული სტატუსის სქრინს აზიარებს.