სხვა მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოს საიდუმლო 2023, 5 სექტემბერი, 17:03 საჰარა – მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშიანი უდაბნო, საშინელი ბუნებრივი პირობების გამო, ნაკლებად არის შესწავლილი. მწველი მზე და ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული ქვიშის რელიეფი, სერიოზულ წინააღმდეგობას წარმოადგენს მკვლევრებისთვის. მიუხედავად ამისა, ამ უზარმაზარი უდაბნოს შესახებ, მეცნიერები მისხალ-მისხალ აგროვებენ ინფორმაციას. მათი ყურადღების ერთ-ერთი ობიექტი, გამოქვაბულის კედლებზე ნანახი პეტროგლიფები გახდა. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ნახატის ასაკი, დაახლოებით, 10–11 ათასი წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰარა, ყოველთვის ასეთი არ იყო... 1. საჰარა – ოაზისი ძნელი დასაჯერებელი და წარმოსადგენია, რომ რვა ათასი წლის წინ, საჰარის უდაბნო არც ისე უსიცოცხლო იყო. იმ დროს, ამ ტერიტორიაზე, ყველგან ნაყოფიერი ნიადაგი იყო, მწვანე პეიზაჟებით, ხეებითა და კულტივირებული მცენარეებით. მეცნიერები, რომლებმაც უდაბნოს კვლევა ჩაატარეს, წარსულში იქ, მდინარეებისა და ტბების არსებობას ადასტურებენ. ეს ფაქტი რომ საჰარის ადგილზე ადრე, ერთი დიდი ოაზისი იყო, ცხოველებისა და მცენარეების აღმოჩენილი ნაშთებითც შეიძლება რომ დადასტურდეს. მდიდარი საფუძველი შექმნა კვლევისთვის იოას ტბამც (ჩადი). მისი გეოლოგიური ფენების წყალობით, საჰარას გაუდაბნოების ქრონოლოგიური აღდგენა მოხერხდა და ასევე შესწავლილი იქნა მისი ფლორა. 2. საჰარის უდაბნო – მიძინებული ცივილიზაციის აკვანია? ამ მხარეში, უამრავი მცენარე ხარობდა და ცხოველი ბინადრობდა. ასევე, ყველა პირობა იყო შექმნილი ადამიანის ცხოვრებისთვის. არსებობს გარკვეული ნიშნები, კლდეზე ნახატების სახით, რომელიც ეგვიპტის ცივილიზაციის, სწორედ ამ რეგიონში ჩასახვის ფაქტზე მიუთითებს. 3. ადამიანი ბუნების მეგობარია, თუ მტერი? – გაუდაბნოების პროცესი საჰარაში ძველ დროში, ადამიანებს არ ესმოდათ მიწის რაციონალური გამოყენების პრინციპები. იმის გამო, რომ საკმაოდ ბევრი პირუტყვი ჰყავდათ და მიწის ხვნა–თესვა უკონტროლოდ ხდებოდა, მცენარეული კულტურები, რომლებიც საჰარაში იზრდებოდა, განადგურდა. მსხვილფეხა–რქოსანი პირუტყვი მცენარეებს ჭამდა, ნიადაგის ნაყოფიერ ფენას კი, ვეღარაფერი აკავებდა. შედეგად, თანდათანობით მისი გამოფიტვა მოხდა. ამას გარდა, რადგან ტენი სწრაფად ორთქლდებოდა, მტვრის ქარიშხლები გაჩნდა, რომელიც დღემდე არსებობს. ამჟამად, რეგიონში, ადამიანის სასიცოცხლო პირობებისთვის შესაფერისი, მხოლოდ მცირე ტერიტორია, მათ შორის ნილოსის ხეობა და რამდენიმე ოაზისი. მომავალ თაობებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბუნებრივი რესურსები რაციონალურ გამოყენებას საჭიროებს – არ უნდა დავივიწყოთ, წინაპრების მიერ დაშვებული შეცდომები და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ... არხის სხვა სიახლეები:* "რას უზამდით ჰიტლერს, ტყვედ რომ ჩავარდნილიყო?" – ჰკითხა ჩერჩილმა სტალინს...* სტალინი, ჰიტლერი, პუტინი – ევროპის უახლეს ისტორიაში, ყველა ომი მათი მიზეზით მოხდა* ყალბი ფოტოები, რომელიც ბევრს ნამდვილი ჰგონია342 შეფასება არ არის
|