კონფლიქტები "აწიკვინდება ახლა ზოგი თავგაცხელებული - აბა, რა ვქნათ, დავუწვეთ? აბა, რა ვქნათ, დავჩმორდეთ?" - ბაკურ სვანიძე 2022, 20 ივლისი, 18:19 ![]() ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და წერს: "რაც უფრო შ ო რ ი წვდომის და ძლიერ გამანადგურებელ ი ა რ ა ღ ს მიაწვდის დასავლეთი უ კ რ ა ი ნ ა ს, მით უფრო შორი გახდება რ უ ს ე თ ი ს თ ვ ი ს მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ ი მიზანიცა და მოქმედების ა რ ე ა ლ ი ც" (სერგეი ლ ა ვ რ ო ვ ი) უნდა ამას კომენტარი? აწიკვინდება ახლა ზ ო გ ი თავგაცხელებული - აბა, რა ვქნათ, დავუწვეთ? აბა, რა ვქნათ, დავჩმორდეთ? უბრალოდ გ ო ნ ი ე რ საქართველოს ვისურვებდი და კიდევ ერთხელ ამ კუთხით, სრული მხარდაჭერა ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ ს! მიყვარხარ ..."-წერს ბაკურ სვანიძე. საინფორმაციო სააგენტოებამ დღეს გაავრცელეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ კიევისთვის ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემების- HIMARS-ის მიწოდების პარალელურად უკრაინაში სპეცოპერაციის გეოგრაფიული არე გაფართოვდება და ახლა არ მარტო დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს კი არ მოიცავს, არამედ ხერსონის, ზაპოროჟიეს და სხვა ოლქებს. "ახლა სხვა გეოგრაფიაა. ეს არ არის მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები, ეს არის ასევე ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი და მრავალი სხვა ტერიტორია და ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება თანმიმდევრულად და დაჟინებით."-აღნიშნა ლავროვმა. გუშინ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა დანილოვმა განაცხადა, რომ კიევი აშშ-დან სისტემა HIMARS-ის უფრო შორეული მანძილის რაკეტებს მიიღებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ამერიკული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის (MLRS) უფრო შორეული დიაპაზონის რაკეტებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.ამ დრომდე პენტაგონი უკრაინას მხოლოდ GMLRS-ის ტიპის HIMARS რაკეტებით ამარაგებდა, რომლის დაფარვის მანძილი 70-80 კილომეტრია. საერთო ჯამში, ამ სისტემებისთვის შეიქმნა 20-ზე მეტი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია გაანადგუროს სამიზნე 300 კილომეტრზე და მეტ მანძილზე. 239 3-ს მოსწონს
|