x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
იცით, რატომ არ მიირთმევენ მუსლიმები და ებრაელები ღორის ხორცს?

image


კითხვაზე თუ რატომ არ მიირთმევენ მუსლიმები და ებრაელები ღორის ხორცს ყველგან ერთი და იგივე პასუხი ისმის: "იმიტომ რომ ღორი ბინძური ცხოველია". დაივიწყეთ ეს მოსაზრება, ვინაიდან როდესაც რელიგია იბადებოდა, არც თავად ადამიანი იყო სუფთა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხალხი ნაგავს ფანჯრიდან შუა გზაზე ყრიდა, შემდეგ კი ამავე გზებით მეზობლებთან გადადიოდა, ამიტომ იმ დროს როგორც პირუტყვი, ასევე ადამიანიც საკმაოდ ბინძური იყო, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ღორი? კლიმატი, რომელშიც ისლამისა და იუდაიზმის მიმდევრები ცხოვრობდნენ, მოგეხსენებათ რომ ძალიან ცხელი იყო, ხოლო ღორის ხორცი თავადაც იცით, რომ ყველაზე მალფუჭებადი ხორცია.

image


გარდა ამისა, ღორი ყველაფრისმჭამელია, ის საკუთარ ექსკრემენტებსაც კი ჭამს, შესაბამისად, ღორის ხორცი შეიცავს ტრიქინებს - პარაზიტებს, რომლებიც არაერთი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ახლა შევაჯამოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი და მივხვდებით, თუ რა რაოდენობის მოწამვლის ფაქტები იქნებოდა ღორის ხორცის მირთმევის შემდეგ ასეთ კლიმატში.


image


რაც შეეხება მორწმუნე ადამიანს, მას ამისთვის რელიგიური მნიშვნელობის მინიჭება არ გაუჭირდა: რადგან სხეული ამ ხორცს უარყოფს - ეს ნიშნავს, რომ მასში რაღაც ეშმაკისეული და უწმინდურია. დასკვნა: უნდა აიკრძალოს! პარაზიტების მოშორების ერთადერთი გზა - ახალი ხორცის გაყინვაა, მაგრამ იმ დროს ცხელ უდაბნოში მაცივრები, სამწუხაროდ, არავის ჰქონდა.


image


თითქმის ნებისმიერი რელიგიური კვებითი ტაბუ შეიძლება მეცნიერულად აიხსნას, მაგალითად, კაშრუტის კანონების მიხედვით ებრაელებს მტაცებელი ცხოველების - მგლების, დათვების, მელიების და ძაღლების ხორცის ჭამა ეკრძალებათ, რადგანაც ისინი მტაცებლები არიან, შესაბამისად, მათ ორგანიზმში ტოქსინები არებობს, ამავე მიზეზით, ებრაელებს აკრძალული აქვთ - კიბორჩხალების, მოლუსკებისა და ლობსტერების მირთმევა - ვინაიდან კიბოსნაირთა ხორცი პტომაინს (გვამის შხამს) შეიცავს.




0
5716
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5716