x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ამებამ მამაკაცს 10 დღეში ტვინი გამოუჭამა და მოკლა

image

ამერიკელი მამაკაცი ტბაში ბანაობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. თურმე გაირკვა.რომ მისი სიკვდილი გამოიწვია ტვინის მჭამელმა ამებამ.


Naegleria fowleri ძალზე იშვიათ ინფექციად ითვლება, მაგრამ მისგან გადარჩენის შანსი მცირეა, წერს ABC News-ი.


როორც გამოცემა წერს, ყველაფერი ათი დღის წინ მოხდა, როდესაც მამაკაცმა აიოვას შტატის ერთ-ერთი ტბის თბილ მტკნარ წყალში ბანაობის შემდეგ, ამება მამაკაცის ორგანიზმში მოხვდა და დაიღუპა.



ოფიციალური შედეგების მიღების შემდეგ, პლაჟი დაიხურა და გადაწყდა წყლის შემოწმება, რათა ტბაში Naegleria fowleri-ის არსებობა დაადასტურონ.

image

პაციენტი ამების პირველადი მენინგოენცეფალიტური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. Naegleria fowleri -ის ინფექცია ძალზე იშვიათია, მაგრამ ჩვეულებრივ ფატალური მთავრდება, განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლიზა კოქსმა. ეს ადრეც მომხდარა.სტატისტიკის მიხედვით 1962 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში შეერთებულ შტატებში 152 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან მხოლოდ ოთხი პაციენტის გადარჩენა მოხერხდა.


Naegleria fowleri ორგანიზმში ცხვირის მეშვეობით ხვდება, რის შემდეგაც შეიძლება ტვინში აღმოჩნდეს, რა დროსაც იწყებს ტვინის ქსოვილის განადგურებას. დაავადების სიმპტომებს შორის აღინიშნება: თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება და კრუნჩხვები. ინფექციის რისკის შესამცირებლად, ექსპერტები გვირჩევენ ძლიერი სიცხის დროს არ იბანაოთ თბილ მტკნარ წყალში.

0
496
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0