x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ოთარ ლაზიშვილი იყო ის პირველი ადამიანი, რომელმაც საფეხბურთო ტრანსფერი განახორციელა საბჭოთა კავშირში
image

ძმები ლაზიშვილების მათი სახელი გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მთელს საქართველოში ყველამ იცოდა.



ფართო მოხმარების საქონლის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეფე ოთარ ლაზიშვილი გახლდათ. მას ზურგსუკან "ჩანთების მგელს" უწოდებდნენ, რადგან მან სწორედ ავოსკების(ბადისებრი სასურსათო ჩანთა) წარმოებით, უდიდესი ბიზნესიმპერია შექმნა.



ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ოთარი საფეიქრო ფაბრიკაში გაამწესეს. საწარმომ შეიძინა იტალიური დანადგარები. მაგრამ უცხოურ ჩარხს "არ მოსწონდა "საბჭოთა უხარისხო კაპრონის ძაფი, "ღეჭავდა და აფურთხებდა" რის შედეგადაც ნარჩენების გორა დადგა. ოთარმა სწრაფად გაიაზრა, როგორ ეშოვა ფული გადაყრილი ნარჩენებისგან. კაპრონი იყო და 2-ჯერ ძვირი ღირდა, ვიდრე ბამბის ძაფისგან დამზადებული ჩანთა, ამასთანავე ისინი უფრო მტკიცე და გამძლე იყო და ადვილად ეტეოდა ჯიბეში ან საფულეში, ამიტომ მათზე მოთხოვნა გიჟური იყო.


imageფოტოზე: ოთარი ლაზიშვილი


ლაზიშვილი ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და ტანსაცმლის ქარხანაში ავოსკების წარმოების იატაკქვეშა საამქრო გაიხსნა. მუშაობის პირველივე წელს ოთარმა გამოიმუშავა 500 ათასი მანეთი, ოფიციალური ხელფასით თვეში 120 მანეთი.

imageფოტოზე:ავოსკა

მაგრამ ოთარი მარტო ამაზე არ გაჩერდა და კიდევ ერთი ბრწყინვალე იდეა მოუვიდა თავში. იმ დროს სკოლებში ინახებოდა მრავალი საჰაერო ზონდი, რომლებიც ომის დროს გამოიყენებოდა საჰაერო თავდაცვისთვის. მან მოახერხა მათი გამოსყიდვა და დაიწყო მათგან ულტრამოდური მაისურების კერვა, რომლებსაც 50 მანეთად ყიდდა. იმ დროს ჩვენი მოქალაქეები უბრალოდ გიჟდებოდნენ სინთეტიკაზე და არა ნატურალურ ქსოვილებზე, რომლებიც დღეს საკმაოდ ძვირი ჯდება.. ამიტომ, ოთარის პერანგებს მთელს საბჭოთა კავშირში იტაცებდნენ.


შემდეგ კი ქვეყანა გაგიჟდა "ბოლონიაზე". ამ შრიალა მასალისგან წყალგაუმტარ საწვიმარს სსრკ-ში მხოლოდ ერთი საწარმო ამზადებდა. ისინი უშნო სტილის იყო და ყველა ცდილობდა იმპორტული- ჩეხური ან პოლონური ბოლონია ჩაეგდოთ ხელში. ლაზიშვილმა, რომელმაც უმალ ალღო აუღო ბაზრის მოთხოვნა იმპორტირებულზე არანაკლებ ხარისხიანი საწვიმრის კერვა დაიწყო და ზედ ყალბი იტალიური ეტიკეტები მიაკრა.

imageფოტოზე: საწვიმარი "ბოლონია"


ოთარის ბიზნესი აყვავდა ვასილი მჟავანაძის ეპოქაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს სსრ პირველი მდივანი და მიაღწია რესპუბლიკაში ცხოვრების დონის მკვეთრ მატებას. მის დროს ქართველები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ და დიდწილად იმის გამო, რომ მჟავანაძემ თვალი დახუჭა იმ იატაკქვეშა ბიზნესზე, რომელიც რესპუბლიკაში ყვაოდა. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატენული რეგიონი იყო. აქ ხალხი ძალიან მდიდრულად ცხოვრობდა - ჰყავდათ მანქანები, ჰქონდათ აგარაკები და უცხოური ავეჯი. საქართველო იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის ეპიცენტრი. საინტერესოა, რომ როდესაც ხრუშჩოვმა აკრძალა არტელები და სამომხმარებლო კოოპერატივები, რატომღაც კერძო მოვაჭრეებს საქართველოში არ ეკარებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ქართეელები არასაბჭოთა კანონებით ცხოვრობდნენ.



მჟავანაძე ხრუშჩოვთან მეგობრობდა, შემდეგ გადაუდგა(სისხლიანი 1956 წლის 9 მარტის გამო)და ბრეჟნევის ნამდვილი მეგობარი გახდა. ის იყო ძლიერი პარტიული ფუნქციონერი, თან კორუფციაში შემჩნეული არ იყო.

imageფოტოზე: ლეონიდ ბრეჟნევი და ვასილი მჟავანაძე


მაგრამ მას ჰქონდა სუსტი წერტილი - მისი მეუღლე ვიქტორია, რომელსაც ძალიან უყვარდა ფუფუნება. ქმრის მაღალი თანამდებობის წყალობით, იგი გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პირველი ლედი. ქმრის ხელისუფლებაში ყოფნისას დროს აიშენა 3 მდიდრული აგარაკი, დაიყენა მსახურები, ყიდულობდა ძვირადღირებულ ტანსაცმელს, აგროვებდა უძვირფასეს ბრილიანტებს, ყიდდა ადგილებს უმაღლეს სასწავლებლებში და რაც მთავარია, უმსხვილესი იატაქქვეშა "ცეხავიკებისაგნ" იღებდა ქრთამს და ძვირადღირებულ საჩუქრებს.

imageფოტოზე: ვიქტორია და ვასილი მჟავანაძე

საშუალოდ თვეში ერთხელ ოთარი ჩუქნიდა ვიქტორიას მორიგ ძვირფას სამკაულს, რა თქმა უნდა, უფასოდ. ამგვარად, მან იცოდა, რომ რესპუბლიკის პირველი ლედის სახით მას საიმედო მფარველი ჰყავდა. იმ დროისთვის ოთარს უკვე 3 ქარხანა ჰქონდა და მისი შემოსავალი საშუალებას აძლევდა მისთვის ძვირადღირებული საჩუქრები გაეკეთებინა.


ოთარის სიმდიდრის შესახებ ლეგენდები დადიოდა არა მარტო საქართველოში. იგი ხშირად სტუმრობდა მოსკოვს და ხმაურით იკლებდა ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებს. მას ჰქონდა 2 უზარმაზარი აგარაკი საცურაო აუზებით, ძვირადღირებული მანქანების კოლექცია, სამალავებში კი ოქროსა და ვალუტის უზარმაზარი მარაგი ჰქონდა მოყუჩებული.

მთელი საქართელოს ელიტა იკრიბებოდა ხოლმე მის სახლში ვთქვათ მწვადზე. ეს იყო ნამდვილი საბჭოთა ოლიგარქი.

imageფოტოზე: ოთარი ლაზიშვილი


ოთარის ჰქონდა ერთი დიდი გატაცება, მას ძლიერ უყვარდ ფეხბურთი.1964 წელს კი ოთარმა "დინამო" თბილისი სსრკ-ს ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა, გუნდის მხარდასაჭერად მან უზარმაზარი პირადი სახსრები ჩადო. ლაზიშვილი გუნდის ყოველ გამარჯვებას გრანდიოზულად, რესტორანში აღნიშნავდა. სუფრაზე ყოველთვის იწვევდა გამორჩეულ მოთამაშეებს და სსრკ-ს ჩემპიონატზე ყოველ გატანილ გოლზე 100 მანეთს უხდიდა ფეხბურთელებს, ხოლო საერთაშორისო მატჩებზე 500 მანეთს.

გარდა ამისა, მან პირველმა შემოიტანა ტრანსფერის კონცეფცია სსრკ-ში, ოთარმა შეიძინა ძალიან საჭირო მოთამაშე მოსკოვის "ტორპედოდან". სლავა მეტრეველმა მსხვილ ფულად ჯილდოზე უარი ვერ თქვა და თბილისის "დინამოში" გადასვლაზე განცხადება დაწერა.

imageფოტოზე: სლავა მეტრეველი



მაგრამ საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვეული წესრიგის დარღვევა. ედუარდ შევარდნაძე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ძალიან სურდა კარიერის გაკეთება - ჯერ რესპუბლიკის სათავეში მოქცევა, შემდეგ კი მოსკოვში გადასვლა.


შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა შევარდნაძემ გადაწყვიტა ქართულ კორუფციასთან ბრძოლით და გახმაურებული საქმეებით გამხდარიყო ცნობილი. მან დაიწყო ჩრდილოვანი მილიონერების შევიწროება, ბოლოს კი თავად მჟავანაძეს მიადგა და ტახტიდანაც გადააგდო. ლაზიშვილს სჯეროდა, რომ ახალ მინისტრთან მოლაპარაკებას შეძლებდა. მაგრამ შევარდნაძემ ძალიან სწრაფად აჩვენა, რომ "ტკბილი დრო" დასრულდა და ჩრდილოვანი ბიზსნესის წინააღმდეგ ბრძოლა დაწყებული იყო.

image

ლაზიშვილმა იგრძნო წყალი შეყენებული ჰქონდა, 10 მილიონი ფული ყუთებში ჩაალაგა და მჟავანაძესავით მოსკოვში გაიპარა, ქალაქის პროკურორი მისი კარგი ახლობელი იყო და სჯეროდა, რომ ქრთამის საშუალებით გამოძვრებოდა.ის კაბინეტშივე დააკავეს 1970 წლის 3 ივლისს.


ოთარ ლაზიშვილი სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯეს, მის გარდა კიდევ ე.წ. ლაზიშვილების საქმეზე პასუხისმგებლობა 126 ადამიანს დაეკისრა. არვი დაუხვრეტიათ.

ამბობენ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილ მილიონერს ვეღარავინ ცნობდაო, ის მალევე გარდაიცვალა.

imageფოტოზე: ოთარ ლაზიშვილი 1990 წელს

0
1592
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0