საზოგადოება თეიმურაზ მაკარიძე: " ფრთხილად საქართველო! უხილავი საცეცების მსხვერპლი არ გავხდეთ!" 2022, 17 ივლისი, 14:08 "ყურადღება! ვეხმაურები უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს, რომელიც ყოველდღიურად იძენს მეტ საშიშროებას უკრაინისათვის და არამარტო უკრაინისათვის. რეალობიდან გამომდინარე რუსეთი კოსმოსიდან აკონტროლებს უკრაინის ნებისმიერ წერტილს, პოლონეთში მიმდინარე პროცესებსაც კი.
რუსეთი აკონტროლებს საჰაერო სივრცეს და აქვს განუსაზღვრელი უპირატესობა.
მარიუპოლი, აზოვის ზღვა და ყირიმი მთლიანად რუსეთის "ლუპის ქვეშ" დევს. სახმელეთო კონტროლი ნელ-ნელა რუსეთის ხელში გადადის ტერიტორიებთან ერთად.
ბევრი, რომ არ გავაგრძელო ფაქტიურად რუსული მხარის სრული კონტროლით მიდის ოპერაციები.
ეს კარგად იცის ზელენსკიმ, მაგრამ რა დავალებს ასრულებს ის???
ეს კარგად იცის აშშ-ს დომინანტმა პოლიტიკურმა წრეებმა.
ეს კარგად იცის ვაშინგტონმა და მთელმა ნატომ, რომელიც ფაქტიურად უპირისპირდება რუსეთს!!! რატომ???
ფაქტიურად ევროპა ჩათრეულია ამ პროცესებში, მაგრამ რა არის გათვლილი?
ყოველდღიურად მატულობს აშშ-ში სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა?!
ხელისგულზე დევს ევროპის უსუსურობა. რატომ?
ძალიან ბევრი კითხვებია, რომელზედაც პასუხი საზოგადოებას არ აქვს, მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ უკრაინა განწირულია!!!
P.S. ფრთხილად საქართველო! ფრთხილად!
უხილავი საცეცების მსხვერპლი არ გავხდეთ!!! გენოციდი ჩასაფრებულია, რომელიც ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს!!!
გამგები ამას გაიგებს, რასაც ეხლა ვწერ, მაგრამ ისე არა, როგორც რძალ-მულზეა ნათქვამი." - წერს ეროვნული ერთიანობის სათათბიროს თავმჯდომარე, პოლიტეკონომიკის მიმართულების მკლვევარი თეიმურაზ მაკარიძე
166 1-ს მოსწონს
|