x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
ეგვიპტელ ქურუმებს ამინდის მართვა შეეძლოთ?!

სისტრი — არის ხელსაწყო, ე. წ. «მოწყობილობა», რომელიც ძველი ეგვიპტელი ქურუმების მაგიური აზროვნების პროდუქტი იყო. ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ მისი მეშვეობით, ამინდის მართვა შეიძლებოდა. ხოლო, ამ ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი ვიბრაციაში მდგომარეობდა, რომელიც, თითქოსდა, ამინდის მოვლენებთან იყო სინქრონიზებული.


image


გარდა ამისა, ეგვიპტელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბგერითი ტალღების მეშვეობით, მშენებლობაც შეიძლებოდა და რომ პირამიდები სწორედ ამ მეთოდიდ იყო აშენებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ძველად, თავად ეგვიპტელებსაც კი არ სჯეროდათ, რომ პირამიდების აშენება, შიშველი ხელებით იყო შესაძლებელი...

თუმცა, ისევ ქურუმების «კლიმატურ იარაღს» დავუბრუნდეთ. სისტრი —მუსიკალური ინსტრუმენტების კატეგორიაში გადიოდა. მაგრამ, ის ჩვეულებრივი არ იყო. მასზე მხოლოდ ტაძრებში უკრავდნენ და მხოლოდ შესაბამის ცერემონიებზე... და შემთხვევითი არ არის, რომ ტაძრის და სამარხების კედლებზე, ღმერთებს და ფარაონებს, ხელში სწორედ სისტრი უკავიათ.

ყველაზე ხშირად, მას ჰატჰორთან (ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ქალღმერთი. ცის, სიყვარულის, მხიარულების, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთი) ერთად გამოსახავდნენ. ლეგენდების მიხედვით, სწორედ ის იყო წვიმის, უდაბნოს ქარიშხლის, ნილოსის წყალდიდობის «დირიჟორი» და ითვლებოდა, რომ იგივე ქურუმებსაც შეეძლოთ.

იმისთვის რომ ინსტრუმენტს, რომელიც ბავშვის საჩხაკუნოს ჰგავდა, ხმა გამოეცა, მისი შენჯღრევა იყო საჭირო. გადმოცემით, კარგი ჟღერადობა არ ჰქონდა, მაგრამ ეს არც იყო მის მუშაობაში მთავარი.

ითვლებოდა, რომ ამ უძველესი «საჩხაკუნოს» ვიბრაცია ამინდზე მოქმედებდა და წვიმას ან ქარიშხალს იწვევდა. ხოლო, ქურუმები კი ირწმუნებოდნენ, რომ მათ ამის გაკეთება უპრობლემოდ შეეძლოთ.

კაცობრიობის განვითარების ალტერნატიული ისტორიის მიმდევრები თვლიან, რომ ინსტრუმენტი, ხმის ტალღების შესახებ, ძველი მეცნიერული ცოდნის წყალობით, რეალურად მუშაობდა.


P. S. შესაძლოა ასეთი ხელსაწყო მართლაც არსებობდა, რადგან ექსპერიმენტი, აბუ–დაბის საამიროში, ხელოვნურად წვიმის მოყვანასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა. ახლა საემიროების მოსახლეობა, გვალვით და სიცხით აღარ იტანჯება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს «ფუფუნება» საკმაოდ ძვირი, დაახლოებით, 11 მლნ. დოლარი დაჯდა. გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* ცნობიერება, ცოდნა, ტვინის აქტივობა... – რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

* რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?

* შოკისმომგვრელი ფაქტები ჩინეთის შესახებ

* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია

* პარალიზებული ადამიანები მალე სიარულს შეძლებენ – ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენა

* მონიკა ბელუჩის "თამამი" ფოტოები

* იაპონელების 10 საინტერესო და სასარგებლო გამოგონება

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (V ნაკრები)



0
524
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0