x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა…” - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც არხის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს და მის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:


"მინდა დახმარება გთხოვოთ. იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს გადარჩენა. ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. განვითარების გეგმებზე აღარ ვლაპარაკობ, უბრალოდ არსებობის საკითხი დადგა. მარტოები ვერ დავძლევთ ამ პერიოდს. ქართული ბიზნესის იმედიც არ მაქვს. ვიცი, რომ არარეალური იდეაა ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა, მაგრამ არ ვეშვები მცდელობას.


ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძვრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცეები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი. მოკლედ, ნებისიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი–როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის.


თუ თვლით, რომ ოდესმე რამე, თუნდაც ძალიან მცირე, კარგი გაგვიკეთებია, ან მომავალში არის შანსი რომ რამე გავაკეთოთ, დაგვიჭირეთ მხარი. მადლობა ყველას წინასწარ. ძალიან მერიდება ეს თხოვნა, მაგრამ მგონი არაუშავრს, თუ ხანდახან აღიარებ, რომ უბრალოდ გაიჭედე და ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავ." - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში და ბანკის ანგარიშის ნომერს აზიარებს, რომელიც შეგიძლიათ უკვე მის პირად გვერდზე იხილოთ.





0
203
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
203