x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდი სკანდალი გამოეპარათ სუს-იდან" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უცნობის გუშინდელ, სკანდალურ ეთერს ეხმურება და გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში გასულ ფარულ ჩანაწერებს "არაფრისმთქმელს" უწოდებს:


"ეჭველი რაღაც დიდი სკანდალი გამოეპარათ სუსიდან და პრევენციას აკეთებენ, სავარაუდოდ, რაღაც ისეთმა გამოჟონა, რისი გადაფარვაც წინასწარ უნდათ (ინტუიცია მკარნახობს) და გამოაგდეს არაფრისმთქმელი, ფარული ჩანაწერები…. ნეტა რა? მეთოდები მოგიძველდათ. ესაა თქვენი პიკასოს ბიჭი? აგია სკანდალი, მთელი დღე რომ აანონსეს?


კიდევ ერთი, არ დამავიწყდეს-მთავარი, რაც უცნობის გამოგდებული ჩანაწერით გავიგეთ ისაა, რომ ყველა ჩანაწერი, ყველა ფაილი ყოფილა მართალი და ტყუილად ამტკიცებდნენ, მოგონილიაო."- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ მომღერალ გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში "უცნობის კიდობანი" სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც მისი მტკიცებით, გადაცემა "post-Factum"-ის წამყვანი გიორგი გაბუნია საკუთარ თანამშრომლებთან ერთად, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას სახელწოდებით – "საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან" განიხილავს. აუდიოჩანაწერის თანახმად, გაბუნია სოსო გოგაშვილთან შეხვედრასა და მისთვის, გიორგი თარგამაძისთვის და ნოდარ მელაძისთვის გადაცემულ მასალებს იხსენებს. გთავაზობთ უცნობის სკანდალურ ვიდეოს.






0
709
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
709