სხვა აუცილებლად ჩაამატეთ 1 კოვზი შაქარი თქვენს შამპუნში 2022, 14 ივლისი, 11:45 თმა წარმოადგენს სხეულის დამცავი სისტემის ნაწილს და შედგება- ძირითადად კერატინისგან. ადამიანის სხეული, მცირე გამონაკლისების გარდა (ტუჩები, ხელის გულები), მთლიანად დაფარულია თმით. ზრდასრულებს აქვთ ორი ტიპის თმა ღინღლი-მოკლე, თხელი, არაპიგმენტირებული, ე.წ. პირველადი თმა და ტერმინალური თმა, რომელიც უფრო უხეში, სქელი და ძირითადად პიგმენტირებულია. ტერმინალური თმის მაგალითია თმა წარბებზე და თავზე. ადამიანს თავზე 200 ათასი, ხოლო ტანზე 20 ათასი თმის ღერი აქვს. თხელი და სუსტი თმის ღერი – 100 გრამიან ტვირთს, ხოლო ქალის ნაწნავი 20 ტონიან სიმძიმესაც უძლებს. თმა ყველაზე სწრაფად ზაფხულში იზრდება, მისი სიგრძე წელიწადში საშუალოდ 10–15 სანტიმეტრს იმატებს. როგორც ამბობენ ჟღალი თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქერა. ადამიანმა თმა რომ არ შეიჭრას, სიცოცხლის ბოლომდე, მისი სიგრძე 725 კმ–ს მიაღწევს.
ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული იყო, არის და იქნება თმა, ამიტომ მისი ბზინვარება და სიჯანსაღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ თმის ცვენა და სიუხეშე ასაკთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. თმის ხარისხი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა კი თმის ცვენასა და უსიცოცხლო ვიზუალზე დიდ როლს არასწორი მოვლა თამაშობს. გოგონებმა, რომლებიც ფანატიკურად ზრუნავენ თმაზე, ძალიან კარგად იციან თუ რა არის "თავის კანის სკრაბი", რომელიც ასუფთავენს თავის კანიდან მკვდარ უჯრედებს და აძლევს თმას მოცულობას და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას. ზოგიერთი ბრენდი თმის მოვლის ხაზში ქმნის უნივერსალურ საშუალებებს, რომლებსაც ვიცნობთ როგორც "ორი-ერთში" სახელით. მაგ: შამპუნი-სკრაბი ზღვის მარილით Collistar-ი, ასევე მისი ანალოგი Ocean Big, Lush -ის სახელით ცნობილი და ორივე პროდუქტმა დაამტკიცა თავისი სარგებელი და მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიხმარს და ენდობა მას. თუმცა, სილამაზის ექსპერტებმა მოიფიქრეს მარტივი გზა, თუ როგორ გადააქციონ ნებისმიერი შამპუნი სკრაბად. შამპუნს, რომელსაც იყენებთ, უბრალოდ დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. შაქრის დამატება უნდა მოხდეს ხელის გულზე დასხმულ შამპუნზე. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, რომ წამოქაფდება, ჩამოიბანეთ და დაიტანეთ ნებისმიერი კონდიციონერი, რომელსაც იყენებთ. ამ მეთოდის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მსგავსი "სპა პროცედურის" შემდეგ თმა გაცილებით რბილი და მოცულობითი გახდა და ეს მეთოდი ნამდვილად სასარგებლო გავლენას ახდენს თმის ბოჭკოებზე. იხილეთ აგრეთვე: მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენს თმას ბზინვარებას და ჯანმრთელობას შემატებს როგორ შევამოწმოთ ჯანმრთელია თუ არა ჩვენი თმა? უმარტივესი მეთოდი ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ 10 მითი თმაზე, რომლის დაჯერებაც დროა, შეწყვიტოთ (აუცილებლად გაითვალისწინეთ) აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ! როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება) გამოიყენეთ მხოლოდ მდოგვი და შაქარი და თქვენს თმას უბრალოდ ვერ იცნობთ. ეს რეცეპტი სასწაულს ნამდვილად ახდენს! 74 5-ს მოსწონს
|