x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ რეცეპტის წყალობით დაივიწყებთ თრომბოფლებიტს (დაზიანებული ვენა)
თრომბოფლებიტი ვითარდება, როდესაც თრომბი ახშობს ერთ ან მეტ ვენას, როგორც წესი ფეხში. იშვიათად, თრომბოფლებიტი შეიძლება განვითარდეს მკლავებში ან კისერში.

დაზიანებული ვენა შეიძლება იყოს ზედაპირზე (ზედაპირული თრომბოფლებიტი) ან ღრმად კუნთში (ღრმა ვენების თრომბოზი). თრომბოფლებიტი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, ოპერაციამ ან ხანგრძლივმა აქტივობამ. ზედაპირული თრომბოფლებიტი შეიძლება განუვითარდეთ ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებს.



image



თრომბოფლებიტი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. იგი შეიძლება განვითარდეს სხვადსხვა ასაკში.
თრომბოფლებიტი, რომელიც იწყება ვენის კედლის ანთებითა და ვენის სანათურში თრომბის გაჩენით, დაკავშირებულია კანქვეშა ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან, ინფექციურ დაავადებებთან, მშობიარობასთან, ოპერაციულ ან შემთხვევით ჭრილობასთან.




ვენებში წარმოქმნილი თრომბი ძირითადად შედგება ერითროციტებისგან, მცირე რაოდენობით თრომბოციტებისაგან და მათი შემაკავშირებელი ფიბრინისგან (ცილა, რომლითაც სისხლის ეს უჯრედები შეერთებულია ერთმანეთთან). თრომბი ერთი კიდით ვენის კედელზეა მიმაგრებული, მეორე ბოლო კი თავისუფლად “ჰკიდია” სისხლძარღვის სანათურში. სწორედ ამ თავისუფალ ბოლოდან ხდება თრომბის ნაწილის მოწყვეტა, რომელიც შემდგომ სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილდება.




image




თრომბოფლებიტის მიზეზი სისხლის თრომბია. თრომბები წარმოიქმნება სისხლის ცირკულაციის დარღვევისას ბევრი მიზეზის გამო. თრომბოფლებიტის დროს თრომბის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ვენის დაზიანება.
  • სისხლის შედედების თანდაყოლილი პათოლოგია.
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმოძრაობა, მაგალითად საავადმყოფოში წოლის დროს.



რეცეპტი:


იმისათვის, რომ მარტივად დავივიწყოთ თრომბოფლებიტისგან გამოწვეული ტკივილი და დისკომფორტი, გაგიმხელთ ერთ მარტივ რეცეპტს, რისთვისაც დაგჭირდებათ 10 გრამი ცხენის წაბლის ყვავილი ან ნაყოფი. ყვავილი/ნაყოფი ჩაყარეთ 100 მლ არაყში და დადგით 7 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას. ის აუცილებლად შეანჯღრიეთ რეგულარულად. მიღებული ინფუზია გადაწურეთ და გამოიყენეთ ჭამის წინ 30 წვეთი.





0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0