საქართველო
"ივანიშვილის პირადი დავალებით შეაგზავნა სუს–მა სააკაშვილთან" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2022, 11 ივლისი, 21:21
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ივანიშვილმა ტრადიციულად, ამჯერად სანქციებისგან გადასარჩენად მძევლებით დაუწყო ვაჭრობა დასავლეთს. იმედია ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ნარკო–დეპუტატი ხვიჩია სწორედ ივანიშვილის პირადი დავალებით შეაგზავნა სუს–მა მის მოსანახულებლად რათა მოისინჯოს ის ნიადაგი რაც მოგახსენეთ.
დარწმუნებული ვარ ექს–პრეზიდენტი არაფერს იზავს ისეთს რაც ჩვენი ერის დაუძინებელ მტერს ივანიშვილს სანქციებიდან დაიხსნის." - ვკითხულობთ ქვეყნის პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.