x
მეტი
  • 04.10.2022
  • სტატია:122772
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495034
გამაოგნებელი ფაქტები კლეოპატრას შესახებ

image

ისტორიამ შემოინახა კლეოპატრას ხელმოწერა პაპირუსზე. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ის ითარგმნება როგორც "გააკეთე ეს!" ეს წერია პაპირუსის დოკუმენტის ბოლოს, რომელიც ფინანსურ უფლებებს ანიჭებს ადგილზე არმყოფ რომაელ სახლის მეპატრონეს. დოკუმენტი ამჟამად ბერლინის ეგვიპტის მუზეუმში ინახება.
image
კლეოპატრა იყო პტოლემეების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ისწავლა ეგვიპტურ ენაზე კითხვა, წერა და საუბარი. საერთო ჯამში, მას შეეძლო შვიდ ენაზე საუბარი.
image
კლეოპატრა ხშირად იყენებდა მზაკვრულ ხრიკებს პოტენციური მოკავშირეების მოსაზიდად. მაგალითად, იგი ჩავიდა მარკუს ანტონიუსთან ოქროს ბარჟით, გადაცმული ქალღმერთ აფროდიტეს სახით. ანტონიუსმა კი თავი დიონისედ წარმოიდიგნა და იმწავსვე მოიხიბლა კლეოპატრათი.
image
ცნობილი სკულპტურა „მძინარე არიადნა“ დიდი ხანის განმავლობაში შეცდომით კლეოპატრას სკულპტურად იყო მიჩნეული, გველის მსგავსი სამაჯურის გამო, რომელსაც ისტორიკოსების აზრით, დედოფალი ატარებდა.
image
იულიუს კეისარი და კლეოპატრა რომანტიკულ ურთიერთობაში და პოლიტიკურ ალიანსში იყვნენ. იულიუს კეისარს სჭირდებოდა კლეოპატრას ფული, ხოლო კლეოპატრას სჭირდებოდა კეისრის არმიის დახმარება, რათა პტოლემეოს XIII-ის ძალაუფლება დაეხმო.
image
მარკუს ანტონიუსის და კლეოპატრას ერთადერთი ქალიშვილის, კლეოპატრა სელენ II-ის საფლავი მდებარეობს ალჟირში. მშობლების თვითმკვლელობის შემდეგ რომში ჩამოიყვანეს, მოგვიანებით დაქორწინდა ბერბერ პრინცზე ჯუბა II-ზე. მისი საფლავი საუკუნეების განმავლობაში იყო გაძარცვული და ოდესღაც საფრანგეთის საზღვაო ფლოტი გამოიყენებდა, როგორც სამიზნეს წვრთნების მიმდინარეობისას.
image
1881 წელს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ააგეს ეგვიპტური ობელისკი სახელად "კლეოპატრას ნემსი". მის ქვეშ ჩაფლული კაფსულა შეიცავს 1870 წლის აღწერის სიებს, ბიბლიას, ვებსტერის ლექსიკონს, შექსპირის სრულ ნაწარმოებებს, ეგვიპტის გზამკვლევს და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლს.
image
კლეოპატრა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი იყო. მისი პირადი კაპიტალი დღევანდელი ვალუტით დაახლოებით 95, 8 მილიარდი დოლარს შეადგენს.
image
მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრა დაიბადა ეგვიპტეში, ის აშკარად არ იყო ეგვიპტური წარმომავლობის. მისი ოჯახის წარმომავლობა უკავშირდება მაკედონელის საბერძნეთს და პტოლემე I სოტერს ( ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი.)
image
კლეოპატრას, როგორც მშვენიერი პროფესიონალი მაცდუნებელის რეპუტაცია მთლიანად ოქტავიანემ შექმნა, რათა აეხსნა მისი უნარი, მიმზიდველი ყოფილიყო რომის საუკეთესო მამაკაცებისთვის. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ მას ლამაზმანად აღწერდნენ, იგი ყველაზე მეტად ცნობილი იყო თავისი ინტელექტითა და ქარიზმატულობით.
image
იულიუს კეისრის ერთადერთი ვაჟი, კესარიონი, ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრა ამტკიცებდა, რომ ის იყო კეისრის ვაჟი, კეისარმა იგი ოფიციალურად მაინც არ აღიარა შვილად.
image
კლეოპატრა ამტკიცებდა, რომ მისი სილამაზე კიტრის დამსახურებაა.
image
კლეოპატრა თავისთვის სპეციალურ პომადას უკვეთდა, რომელიც შედგებოდა ჭიანჭველებისა და მუქი წითელი კარმინის ხოჭოების დაქუცმაცებული ნარევისგან.
image
ეგვიპტელები და არა იულიუს კეისარი იყვნენ თანამედროვე კალენდრის შემქმნელები. რომაული კალენდარი მთვარის იყო და შედგებოდა 355 დღისგან. ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ წელიწადში 365 დღეა, რადგან ნილოსის წყალდიდობა პიკს ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს აღწევდა. კეისარმა ეს შეიტყო კლეოპატრასთან ურთიერთობის დროს და შექმნა იულიუსის კალენდარი.
image
კლეოპატრა ვირის რძის აბაზანებს იღებდა ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად. ლეგენდის თანახმად, დედოფლისთვის რძის გამომუშავებას 700 ვირი სჭრირდებოდა.
image
საკმაოდ პოპულარულია ლეგენდა იმის შესახებ, რომ თითქოს კლეოპატრამ თავი მოიკლა ასპიდის ნაკბენის მეშვეობით, უფრო სავარაუდოა, რომ მან ეს გააკეთა ოპიუმის და ჰემლოკის ნარევის გამოყენებით.
image
იულიუს კეისრისა და კლეოპატრას ვაჟს კესარიონი ერქვა, რაც ითარგმნება როგორც "პატარა კეისარი".
image














3
1587
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
1587
  
18 ივლისი, 23:42
ვფიქრობ, რომ ეგვიპტური ინცესტი არავისთვისაა საიდუმლო. ეგვიპტის ფარაონები შვილებზე ქორწინდებოდნენ. ერთ-ერთ ფარაონს 150 შვილზე მეტი ჰყავდა.
18 ივლისი, 22:46
იმას რატო არ წერთ და-ძმისგან რომ იყო ნაშობი და ოთხ ძმაზე რომ იყო ნაქორწინები :D :D
18 ივლისი, 22:46
იმას რატო არ წერთ და-ძმისგან რომ იყო ნაშობი და ოთხ ძმაზე რომ იყო ნაქორწინები :D :D
0 1 3