x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ცხელი" ფაქტები კლეოპატრას შესახებ, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცოდით

image


ისტორიამ შემოინახა კლეოპატრას წარწერა პაპირუსზე, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის თქმით ითარგმნება როგორც "გააკეთე ეს!". აღნიშნული დოკუმენტი ამჟამად ბერლინის ეგვიპტის მუზეუმში ინახება. თქვენ წინაშეა ისტორიკოსების მიერ ისტორიაში ყველაზე "ცხელი" დედოფლის შესახებ შეგროვებული ყველაზე "ცხელი" ფაქტები, რომელთა შესახებ შესაძლოა არაფერი იცოდით!


image


კლეოპატრა იყო პტოლემეების დინასტიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ეგვიპტურ ენაზე კითხვა, წერა და საუბარი ისწავლა. საერთო ჯამში, მას 7 ენაზე საუბარი შეეძლო.



image


ძველ ეგვიპტეში ფარაონების პერიოდი 3 ათასწლეულს გაგრძელდა. გაერთიანებული ეგვიპტის პირველ ფარაონ ნარმერისა და ეგვიპტის ბოლო ფარაონს კლეოპატრა VII-ს შორის დროის ინტერვალი 3000 წელზე მეტი იყო.


image


კლეოპატრა ხშირად იყენებდა მზაკვრულ ხრიკებს პოტენციური მოკავშირეების მოსაზიდად. მაგალითად, ერთხელ მარკუს ანტონიუსთან შესახვედრად ის ოქროს ბარჟაზე ქალღმერთ აფროდიტეს ფორმაში გადაცმული მივიდა. ანტონიუსი, რომელიც თავს დიონისეს განსახიერებად თვლიდა, მისით მყისიერად მოიხიბლა.


image

ცნობილი სკულპტურა "მძინარე არიადნა" გველის სამაჯურის გამო, რომელსაც ისტორიკოსების აზრით, კლეოპატრა ატარებდა დიდი ხნის განმავლობაში დედოფლის სკულპტურად შეცდომით ითვლებოდა.



image


იულიუს კეისარი და კლეოპატრა ერთმანეთთან რომანტიკულ ურთიერთობაში და პოლიტიკურ ალიანსში იყვნენ. იულიუს კეისარს კლეოპატრას ფული, ხოლო დედოფალს არმიის დახმარება სჭირდებოდა, რათა ეგვიპტე საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია და ის პტოლემე XIII-ისგან დაეხსნა.



image


1917 წელს ეკრანებზე ფილმი "კლეოპატრა" გამოვიდა. წლების შემდეგ ფილმი 1937 წელს ხანძრის დროს დაიწვა. დღესდღეობით, ორსაათიანი ფილმიდან მხოლოდ 17 წამია დარჩენილი.

image


მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას ერთადერთი ქალიშვილის, კლეოპატრა სელენ II-ის საფლავი ალჟირში მდებარეობს. მშობლების თვითმკვლელობის შემდეგ ის რომში ჩაიყვანეს, მოგვიანებით კი გოგონა ცოლად ბერბერის პრინცს, ჯუბა II-ს გაჰყვა. მისი საფლავი საუკუნეების განმავლობაში იძარცვებოდა, ოდესღაც კი ის საფრანგეთის საზღვაო ფლოტის მიერ სამიზნე პრაქტიკებისთვის გამოიყენებოდა.


image


1881 წელს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ააგეს ეგვიპტური ობელისკი სახელად "კლეოპატრას ნემსი". მის ქვეშ განთავსებული კაფსულა შეიცავს 1870 წლის აღწერის სიებს, ბიბლიას, ვებსტერის ლექსიკონს, შექსპირის სრულ ნაწარმოებებს, ეგვიპტის გზამკვლევსა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლს.


image


კლეოპატრა ყველა დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი გახლდათ. მისი ქონება დღეს, თანამედროვე სტანდარტებით დაახლოებით 95, 8 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.


image

მიუხედავად იმისა რომ კლეოპატრა ეგვიპტეში დაიბადა, ის ეგვიპტელი არ იყო. მისი საგვარეულო წარმომავლობა მაკედონიურ საბერძნეთსა და პტოლემე I სოტერს მიეკუთვნებოდა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი გენერალი გახლდათ.



image


დედოფლის, როგორც მშვენიერი "პროფესიონალი" მაცდურის დიდება მთლიანად ოქტავიანეს მიერ იყო შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ მას ლამაზმანად აღწერდნენ, ის უფრო ცნობილი თავისი ინტელექტითა და მომხიბვლელობით იყო.


image



კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის საფლავი ჯერაც არ არის ნაპოვნი.



image



დედოფალი მსჯავრდებულებზე სხვადასხვა მომაკვდინებელ შხამს ცდიდა, კლეოპატრა ერთხელ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ასპიდის ნაკბენი სიკვდილის ყველაზე ნაკლებ საშინელი საშუალება იყო.



image


იულიუს კეისრის ერთადერთი ვაჟი, ცეზარიონი, ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრა იფიცებოდა რომ ის კეისრის ვაჟი იყო, კეისარმა ის ოფიციალურად არასოდეს აღიარა.



image


კლეოპატრა ამტკიცებდა, რომ მისი სილამაზე კიტრის დამსახურება იყო.



image

ეგვიპტის დედოფალი სპეციალურ ტუჩის საცხს უკვეთავდა, რომელიც ჭიანჭველებისა და მუქი წითელი კარმინის ხოჭოების დაქუცმაცებული ნარევისგან შედგებოდა.


image


კლეოპატრა 500 წლით უფრო ახლოს ცხოვრობდა მთვარეზე დაშვებასთან, ვიდრე დიდი პირამიდის დასრულებასთან.


image


თანამედროვე კალენდრის შემქმნელი არა იულიუს კეისარი, არამედ ეგვიპტელები იყვნენ. რომაული კალენდარი მთვარის იყო და ის 355 დღისგან შედგებოდა. ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ წელიწადში 365 დღე იყო, რადგან ნილოსის ადიდება პიკს ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს აღწევდა. კეისარმა ეს შეიტყო კლეოპატრასთან ურთიერთობის დროს და შექმნა იულიუსის კალენდარი.



image


ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად ვირის რძის აბაზანებს იღებდა. ლეგენდის თანახმად, დედოფლისთვის რძის საწარმოებლად 700 ვირი იყო საჭირო.


image


კლეოპატრამ და მარკუს ანტონიუსმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 41 წელს საკუთარი კლუბი დაარსეს, რომლის სტუმრებიც რთულ თამაშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ, ასევე ალექსანდრიის ქუჩებში გადაცმულები დადიოდნენ და მოსახლეობას ამასხარავებდნენ.

image


პტოლემეებს შორის ინცესტის გამო კლეოპატრას მხოლოდ ორი წყვილი ბებია-ბაბუა ჰყავდა.

image


ლეგენდის პოპულარობის მიუხედავად რომ კლეოპატრამ თავი ასპიდის დაკბენით მოიკლა, უფრო სავარაუდოდ, ჟღერს ვერსია, რომლის მიხედვითაც მან თავი სწორედ ოპიუმისა ადა კონიოს ნარევით მოიკლა.


image


იულიუს კეისრისა და კლეოპატრას ვაჟს ცეზარიონი ერქვა, რაც ითარგმნება როგორც - "პატარა კეისარი".



image









0
384
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
384