უცნაური და გაუგებარი ნივთები, რომელთა დანიშნულებასაც ვერავინ მიხვდა, სანამ ინტერნეტის მომხმარებლებმა არ ნახეს
ყოველდღიურად შეიძლება ბევრი ისეთი ნივთი ვნახოთ, რომლის დანიშნულებაც ჩვენთვის გაუგებარი იქნება. შეუძლებელია ყველაფერი ნაცნობი და გასაგები იყოს, სწორედ ამიტომაა საჭირო ინტერნეტი, იქ ხომ ყველა კითხვაზე შეიძლება პასუხის პოვნა:
1. “ეს პატარა პლასტმასის კალათა/დამჭერი ეტლის კუთხეშია. სუპერმარკეტის თანამშრომლებს ვკითხეთ, მაგრამ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის იყო ეს.
პასუხი: მას რამდენიმე დანიშნულება აქვს, შეგიძლიათ მოათავსოთ პატარა და წვრილი საგნები, ხოლო კუთხის სივრცეში შეგიძლიათ მოათავსოთ ბაგეტი ან ყვავილები, რათა სხვა პროდუქტებით არ დაჭყლიტოთ.
2. “ოვალური ფორმის გლუვი ნივთი, რისთვისაა?"
პასუხი: სამზარეულოს მექანიკური სასწორის გირებია
3. “ძველი ნივთია სარკით, იხსნება და იკეცება, Longworth-ის ფირმისაა."
პასუხი:ვინტაჟური ლარინგოსკოპია
4. “საფერფლე ზემოდან დამატებითი სივრცით. მაინტერესებს რისთვის არის ეს წრე?"
პასუხი: ელექტრო სანთებელის ადგილია.
5. “ეს მილისებური ნივთი ჩემს ბაღში ვიპოვე, საკმაოდ მძიმეა. შემეშინდა მისი გადაადგილების, რადგან რატომღაც მეგონა, რომ ეს შეიძლება რამე ნაღმი ყოფილიყო"
პასუხი: უბრალოდ სარწყავი საშუალებაა
6. “ეს იასამნისფერი და თეთრი (სამედიცინო?) ნივთები დაქირავებულ მანქანაში ვიპოვე, იქ 6 დოლარიც ვნახე. ვიცი, რომ აქ არც ისე სუფთაა, მაგრამ რა არის?"
პასუხი: სისხლში გლუკოზის დონის შესამოწმებელი საჩხვლეტებია.
7. “ეს წითელი რაღაცები ეკლესიის კიბეებზეა ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ. ბორბლები არ აქვთ, მაგრამ ადვილად გადაადგილდებიან."
პასუხი: დამაგრებული სკამებია სადაც შეგიძლიათ სუფთად დასხდეთ
8. “რა არის ეს პატარა ღილაკი ჩემი აბაზანის კარის ჩარჩოს შიგნით?"
პასუხი: ეს ღილაკი აანთებს შუქს სახლის ზოგიერთ ნაწილში, რაც განიშნებთ, რომ ტუალეტის კარი დაკეტილია.
9. “მოხრილი ხის ნაჭრები ორი ნახვრეტით 1.3 სმ დიამეტრის თითოეულ სეგმენტში. ერთი ხვრელი გადის თითოეულ სეგმენტში, ამაგრებს მათ ხის ლურსმნით. თითოეული სეგმენტის მეორე ხვრელი მხოლოდ ნახევრად არის გაბურღული. ნაყიდი მეურნეობის მაღაზიაში"
პასუხი: სანთლის დასამაგრებელია
10. “გადასაღებ მოედანზეა ნაპოვნი, არავინ იცის რა არის. სახელურის სიგრძე დაახლოებით 90 სმ, წრის დიამეტრი დაახლოებით 25 სმ"
პასუხი:ეს არის მილი სამრეწველო მტვერსასრუტისთვის.