x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰოლანდია იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სახლიდან მუშაობას დააკანონებს
image

ნიდერლანდები იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სახლიდან მუშაობას კანონის ფარგლებში მოაქცევს. ჰოლანდიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, 12 ივლისს, სამშაბათიდან სახლიდან იმუშაონ, ხოლო სენატი მზად არის დაამტკიცოს კანონპროექტი.


აქამდე ნიდერლანდებში დამსაქმებლებს შეეძლოთ დაქირავებულ თანამშრომლისთვის სახლიდან სამუშაოს მოთხოვნაზე უარი ერთქვათ ყოველგარი მიზეზების დასახელების გარეშე, მაგრამ ახალი კანონმდებლობის მიხედვით ისინი იძულებულნი იქნებიან ყურადღებით გაეცნონ თანამშრომლის მოთხოვნას და განმარტონ, ანუ ახსნან მიზეზი რატომ უარყვეს მოთხოვნა.


პანდემიის დროს, მომატებული Covid-19-ით ინფიცირებულების ფონზე ჰოლანდიამ დააწესა სახლიდან მუშაობა. ამან გამოიწვია ოფისიდან მუშაობისადმი დამოკიდებულების შეცვლა, ამიტომ ბევრ მუშაკს სურს მოქნილი სამუშაო, რაც გამოიხატება პირადი ცხოვრების და სამუშაოს უკეთეს დაბალანსებაში.



კანონპროექტი "მნიშვნელოვან ნაბიჯს" წარმოადგენს მუშაკებისთვის, განაცხადა სენა მაატუგმა, პარტია GroenLinks-იდან და კანონპროექტის თანაავტორმა.


”კორონას პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ჰიბრიდულ სამუშაოს აქვს სარგებელი დასაქმებულთა ძალიან დიდი ნაწილისთვის. ეს აძლევს მათ შესაძლებლობას აძლევს დააბალანსონ სამუშაო და ყოფაცხოვრება და შეამცირონ მგზავრობის დრო.”


კანონი მიზნად ისახავს თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრებაზე უკეთესი ბალანსის მინიჭებას და საშუალებას მისცემს ბიზნესს გააგრძელონ „ჰიბრიდული მუშაობის სარგებელი და არ დაუბრუნდნენ ძველ ჩვევებს“.


ნიდერლანდებში მუშაკებისთვის უცხო არ არის სახლიდან მუშაობა, თანამშრომელთა 14 პროცენტი პანდემიამდეც მუშაობს დისტანციურად, რაც ევროსტატისტიკის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში.


სხვა ევროპული ქვეყნები ჯერ არ მისულან იქამდე, რომ სახლიდან მუშაობა დააკანონონ, მაგრამ ესპანეთი სთავაზობს იმ მუშაკების უფლებების დაცვას, რომლებსაც სურთ დისტანციურად მუშაობა, ხოლო პორტუგალიაში დამსაქმებლებს ეკრძალებათ თანამშრომლებთან დაკავშირება არასამუშაო პერიოდში.

0
223
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0