x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პაკისტანში ქრისტიანი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ მისთვის "ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი“ ქრისტე იყო
image

პაკისტანში ქრისტიან მექანიკოსს სიკვდილი მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნეს წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფაშიიმ მოტივით, რომ მისთვის იესო ქრისტე იყო „ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი“.


34 წლის აშფაკ მასიჰი(Ashfaq Masih, ) 2017 წელს დააკავეს მას შემდეგ, როცა სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა მუსლიმ მომხმარებელს ლაჰორში, მისსავე მოტოციკლების სარემონტო სახელოსნოში, მას შემდეგ როდესაც მამაკაცმა უარი უთხრა მომსახურების საფასურის გადასახა იმ მოტივით, რომ ის იყო ღრმად მორწმუნე. მაგრამ მასიჰმა უპასუხა რომ მას სწამს იესო ქრისტე და არ აინტრესებს, მისი როგორც მუსლიმის ადამიანის რელიგიური სტატუსი.


მასიჰს დაადანაშაულეს წინასწარმეტყველ მუჰამედის მიმართ „ზიზღში“ და დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ მისთვის იესო იყო „ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი“. დაპატიმრებიდან ხუთი წლის შემდეგ მასიჰს, რომელსაც ჰყავს ცოლი და ერთი ქალიშვილი, გასულ ორშაბათს ლაჰორის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მისმა უფროსმა ძმამ, მეჰმუდ მასიჰმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესმა მისი ოჯახი ტირილამდე მიიყვანა და რომ ეს მათთვის "სამყაროს დასასრულის" ტოლფასია


image

პაკისტანის კანონის თანახმად, მკრეხელობა რელიგიის ან რელიგიური მოღვაწეების მიმართ, შეიძლება სიკვდილით დასაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს აღსრულებული სიკვდილით დასჯა ღვთისმგმობისთვის, მარტო ბრალდებამაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობები.


სასამართლოში მასიჰი ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულო იყო ბრალდებებში და რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო "უსაფუძვლო, ყალბი და არასერიოზული". მან ასევე განაცხადა, რომ მას ბრალი წაუყენა კონკურენტმა, რომელსაც მოტოციკლების სარემონტო ბიზნესის განადგურება სურდა.


"მე ვუთხარი რომ იესოს გარდა არავის მიმდევარი არ მიყავი და ამიტომ არ მაინტერესებდა ამ ადამიანის რელიგიური სტატუსი."


მასიჰი ციხეში ხუთი წელია ელოდებოდა განაჩენს სხვადასხვა მიზეზების გამო.დედამისი გარდაიცვალა 2019 წელს, როდესაც ის გისოსებს მიღმა იმყოფებოდა და ის პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რათა დედის დაკრძალვას დასწრებოდა.


საქველმოქმედო ორგანიზაციამ, იურიდიული დახმარებისა და განსახლების ცენტრის დირექტორმა ნასირ საიდმა რომელიც მხარს უჭერს პაკისტანში დევნილ ქრისტიანებს, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ამაზრზენი იყო.


მან თქვა: „არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაეწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მკრეხელობაში დადანაშაულებული პირის განთავისუფლება.


„ისლამური დაჯგუფებების ზეწოლის გამო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები ყოველთვის ყოყმანობენ მსხვერპლთა გათავისუფლებაზე, მაგრამ იღებენ პოპულარულ გადაწყვეტილებებს რათა საკუთარი ტყავის გადირჩინონ და მათი ტვირთი უზენაეს სასამართლოზე დააკისრონ“.

0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0