x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინი 69 წლის ასაკში ისევ მამა გახდება?
image

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 69 წლის ასაკში ისევ მამა გახდება, ამტკიცებს ბრიტანული გამოცემა Mirror.


იგი საყვარელი ქალისგან, ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასგან ბავშვს ელოდება.აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჭორი ჯერ კიდევ მაისის თვეში გავრცელდა.


ამჯერად ბრიტანული ტაბლოდი "სანდო წყაროზე" დაყრდნობით იუწყება, რომ როდესაც პუტინმა შეიტყო კაბაევას ორსულობის შესახებ, თქვა:„მე უკვე საკმარისი შვილები მყავს.. და უკვე მეყოლა საკმარისი ქალიშვილები დიდი ხნის წინ”.



დიდი ხანია ჭორები დადის, რომ 2015 წლის მარტში, ალინა კაბაევას ვაჟი შეეძინა შვეიცარიის VIP კლინიკაში, ხოლო 2019 წელს მას მოსკოვში ტყუპები ეყოლა, მაგრამ შვეიცარიაში მცხოვრებმა რუსმა გინეკოლოგმა 2022 წელს პრესას განუცხადა, რომ ორივე ბავშვი ბიჭი იყო, რაც შეიძლება იმას ნიშნავს, რომ პუტინს ჰყავს ორი ვაჟი, 7 და 3 წლის.


image

როგორც ამბობენ 69 წლის პრეზიდენტს 2008 წლიდან საიდუმლო ურთიერთობაა აქვს 38 წლის ოლიმპიური მედალოსან ალინა კაბაევასთან.


image



რაც შეეხება პრეზიდენტის უფროს ქალიშვილებს: აკადემიკოსი და ბიზნესმენი მარია ვოროცოვა, რომელიც 37 წლისაა და 35 წლის კატერინა ტიხონოვა, რომელიც მეცნიერი და ყოფილი მოცეკვავეა. ორივე ქალიშვილი პუტინს ყოფილ მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასგან(ქალიშვილობის გვარი შკრებნევა) ეყოლა.



ორივე შვილს სანქციები აქვს დაწესებული დასავლეთის მიერ. ამასთან, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაწესებული აქვს პუტინის ყოფილ მეუღლე ლუდმილას, საყვარელ ქალს ალინა კაბაევას და პრეზიდენტის ახლო გარემოცვის სხვა წევრებს.

0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0